კალენდარი
მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე
აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი
გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150 ნაჩვენებია მასალა: 21-40
გვერდები: « 1 2 3 4 ... 7 8 »
დალაგება:
სათაურით
ფსალმუნი 130
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
1 უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
2 არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული. 2 არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. 3 ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე. 3 ესევდინ ისრაჱლი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 129
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
1 ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;
2 უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად. 2 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. 3 თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? 3 უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს? 4 მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. 4 რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, 5 მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები. 5 დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა 6 სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას, 6 საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა 7 ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი. 7 ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა. 8 და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან. 8 და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.
ფსალმუნი 128
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.
1 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,
2 მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს. 2 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. 3 ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები. 3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი. 4 უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. 4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. 5 შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა. 5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი. 6 იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება. 6 იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა, 7 რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი. 7 რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა. 8 და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით. 8 და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება
ფსალმუნი 127
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
1 ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
2 შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! 2 ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3 ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო. 3 ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა. 4 აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა. 4 აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. 5 გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. 5 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა 6 იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს! 6 და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.
ფსალმუნი 126
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
1 არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.
2 ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. 2 ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. 3 აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი. 3 აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა. 4 როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. 4 ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი. 5 ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. 5 ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
ფსალმუნი 125
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.
1 რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.
2 მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან. 2 მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა. 3 დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით. 3 განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. 4 დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე. 4 მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5 ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. 5 რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. 6 მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი. 6 მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.
ფსალმუნი 124
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
1 რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.
2 იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე. 2 მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3 რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. 3 რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი. 4 სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს. 4 კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა, 5 ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს. 5 ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.
ფსალმუნი 123
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
1 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,
2 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, 2 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა, 3 მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. 3 ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა; 4 მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს. 4 წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ, 5 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 5 ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა? 6 კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. 6 კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. 7 ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. 7 სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. 8 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 8 შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება
ფსალმუნი 122
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
1 შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.
2 აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. 2 აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. 3 შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით. 3 მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა. 4 საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით. 4 უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.
ფსალმუნი 121
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
1 ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
2 იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! 2 და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ. 3 იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული. 3 იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა. 4 რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. 4 რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა. 5 რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. 5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა. 6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი. 6 იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა. 7 იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში. 7 იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა. 8 ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ! 8 ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს. 9 ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ. 9 სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.
ფსალმუნი 120
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
1 აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?
2 ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა. 2 შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ. 3 არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი. 3 ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4 აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. 4 აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან. 5 უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით. 5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6 დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. 6 მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7 უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; 7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8 უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. 8 უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 119
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.
2 უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან. 2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან. 3 რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? 3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა? 4 მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. 4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა. 5 ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. 5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. 6 დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან. 6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა. 7 მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან. 7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
ფსალმუნი 118
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
2 ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას. 2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. 3 არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; 3 რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. 4 შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. 4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. 5 ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად. 5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, 6 მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. 6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, 7 განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. 7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 8 შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, 8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. 9 რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ. 9 რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. 10 მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან. 10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. ფსალმუნის გაგრძელება
ფსალმუნი 117
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
2 იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. 2 თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 3 იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. 3 თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 4 იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი. 4 თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. 5 სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. 5 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6 უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი? 6 უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? 7 უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს. 7 უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. 8 კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; 9 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. 9 კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. 10 ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. 10 ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 116
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!
1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
2 რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი! 2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე
ფსალმუნი 115
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.
1 მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2 ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა. 2 და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 3 რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო? 3 რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? 4 თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ. 4 სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. 5 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. 5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 6 მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა. 6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. 7 გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები. 7 ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა; 8 შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ. 8 განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. 9 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. 9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა 10 უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი! 10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ!
ფსალმუნი 114
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.
2 რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. 2 მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. 3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. 3 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე. 4 და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი. 4 და სახელსა უფლისასა ვხადე: 5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. 5 ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ. 6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. 6 დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ. 7 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, 8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან; 8 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან. 9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. 9 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება
ფსალმუნი 113
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
1 გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
2 გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო. 2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა. 3 ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა. 3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4 მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით. 4 მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5 რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? 5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6 მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით? 6 მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7 უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, 7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8 რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად. 8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა. 9 ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით. 9 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ 10 რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი? 10 წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11 ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. 11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა. 12 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. 12 კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; 13 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. 13 პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, 14 ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
14 ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, 15 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. 15 ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. 16 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17 ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 17 სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
18 აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19 მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის. 19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა. 20 უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს. 20 უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა, 21 აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად. 21 აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა. 22 დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს. 22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23 კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ, 23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. 24 ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ. 24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა. 25 არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული, 25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26 არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! 26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 112
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
2 იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. 2 იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე; 3 მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა. 3 მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა. 4 მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. 4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. 5 ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? 5 ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს 6 დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, 6 და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? 7 წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი. 7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, 8 რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან. 8 რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; 9 უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი! 9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
© 2024