კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 117
ფსალმუნი 117

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;

2იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.2თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
3იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.3თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
4იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.4თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
5სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.5ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.
6უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?6უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
7უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.7უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.
8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.8კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ;
9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.9კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ.
10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.10ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
11გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.11გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.12მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
13დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.13მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე.
14ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.14ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
15ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.15ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი,
16

უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.

16

მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.

17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.17არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
18დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.18სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,19განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.
20ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.20ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა.
21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.21აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.22ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;
23უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.23უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
24ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.24ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!25ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე.
26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.26კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.
27ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.27ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.
28ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.28ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
29ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.29აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 1727
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024