კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » გამოცანები

სახალისო გამოცანები


გამოცანები


1. რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

2. ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

3. რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?

4. დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

5. წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?

6. მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

7. კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?

8. ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?

9. მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

10. ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

11. დაღლილი კაცი დასაძინებლად დაწვა საღამოს 7 საათზე, მაღვიძარა კი დააყენა დილის 9 საათზე. რამდენი საათი ეძინა კაცს?

12. საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?

13. ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?

14. რომელი ქვეყნის სახელია, თავზე რომ ვიხურავთ?

15. რომელი მდინარის სახელია, გზატკეცილზე რომ დადის?

16. სწორია თუ არა გამონათქვამი: „ავტომანქანამ ერთ საათში გაიარა 60 კილომეტრი"?

17. რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

18. სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?

19. კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?

20. ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

21. ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?

22. ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

23. 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

24. ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

25. ერთ სახლში ცხოვრობს დამნაშავე. ეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცის პოლიციამაც მაგრამ ვერ აპატიმრებენ რატომ?

26. რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?















პასუხები

1. სახელი
2. როცა ძინავს
3. დროის
4. ჩრდილი
5. თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება
6. 1691
7. ხერხი
8. დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს
9. 1961
10. დარჩებოდა 5 სანთელი, დანარჩენები დაიწვებოდა
11. კაცს ეძინა 2 საათი
12. რა თქმა უნდა, არის
13. მართალია, რადგან მას შეხვდა მამა, შვილი და შვილიშვილი
14. პანამა
15. ვოლგა
16. არ არის სწორი: 60 კმ-იანი საათი არ არსებობს. უნდა ითქვას: „1 სთ-ის განმავლობაში გაიარა"
17. არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი"
18. დიასახლისს დარჩა 6 ინდაური
19. ერთ ბავშვს კალათიანად უნდა მივცეთ ბანანი
20. თითოეულმა გაიარა 10 კმ.
21. ერთი ლარი და ერთი მანეთი
22. მწყერი ხეზე არ ჯდება
23. 60º ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის
24. 5 დარჩებოდა დანარჩენი დაიწვა
25. დამნაშავეს სიამის ტყუპი ჰყავს
26. დაბადება და სიკვდილი



კატეგორია: გამოცანები | დაამატა: ciklopi (12.აპრ.2013)
ნანახია: 34775 |
სულ კომენტარები: 2
2 maia.chexeria  
0
17 საუკუნეში რომელი წელია რომელსაც თავდაყირა დააყენებ მაგრამ მაინც არ შეიცვლება?

1 gurami  
0
gamocana romel mefes ar yavda coli

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024