| 1 | გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო; | 1 | ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; |
| 2 | უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად. | 2 | უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. |
| 3 | თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? | 3 | უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს? |
| 4 | მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. | 4 | რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, |
| 5 | მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები. | 5 | დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა |
| 6 | სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას, | 6 | საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა |
| 7 | ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი. | 7 | ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა. |
| 8 | და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან. | 8 | და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა. |