1 | ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. | 1 | ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა. |
2 | ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას. | 2 | ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. |
3 | არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; | 3 | რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. |
4 | შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. | 4 | შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. |
5 | ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად. | 5 | წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, |
6 | მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. | 6 | მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, |
7 | განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. | 7 | აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
8 | შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, | 8 | სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. |
9 | რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ. | 9 | რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. |
10 | მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან. | 10 | ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. |
11 | გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. | 11 | გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ. |
12 | კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. | 12 | კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
13 | ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას. | 13 | ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. |
14 | შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე. | 14 | გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. |
15 | შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს. | 15 | მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი. |
16 | შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას. | 16 | სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი. |
17 | კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას. | 17 | მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. |
18 | აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას. | 18 | განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. |
19 | მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს. | 19 | მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. |
20 | მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს. | 20 | სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
21 | შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან. | 21 | შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. |
22 | ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი. | 22 | მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. |
23 | დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. | 23 | და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. |
24 | შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი. | 24 | და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. |
25 | მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. | 25 | მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
26 | გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი. | 26 | გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
27 | გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე. | 27 | გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. |
28 | დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ. | 28 | მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. |
29 | გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე. | 29 | გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე. |
30 | გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. | 30 | გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
31 | მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ. | 31 | შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე. |
32 | შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს. | 32 | გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. |
33 | მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე. | 33 | შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. |
34 | გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით. | 34 | გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. |
35 | დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. | 35 | მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. |
36 | განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო. | 36 | მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. |
37 | ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე. | 37 | მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე. |
38 | დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო. | 38 | დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან. |
39 | ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია. | 39 | მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. |
40 | აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე. | 40 | ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
41 | მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ. | 41 | და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა. |
42 | და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით. | 42 | და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. |
43 | ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი. | 43 | და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. |
44 | დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. | 44 | და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
45 | ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. | 45 | და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. |
46 | ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება. | 46 | და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა. |
47 | გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; | 47 | და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად. |
48 | ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. | 48 | და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა. |
49 | გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე. | 49 | მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. |
50 | ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა. | 50 | ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. |
51 | ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია. | 51 | ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე. |
52 | ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი. | 52 | მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. |
53 | თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს. | 53 | ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი. |
54 | სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში. | 54 | საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. |
55 | ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს. | 55 | მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი. |
56 | ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. | 56 | ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. |
57 | ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა. | 57 | ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი. |
58 | გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. | 58 | ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
59 | ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ. | 59 | განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. |
60 | ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. | 60 | განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. |
61 | ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე. | 61 | საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
62 | შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო. | 62 | შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
63 | თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს. | 63 | შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. |
64 | შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა. | 64 | წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
65 | კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ. | 65 | სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. |
66 | კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი. | 66 | სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. |
67 | ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. | 67 | პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. |
68 | კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი. | 68 | ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
69 | ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს. | 69 | გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. |
70 | დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი. | 70 | შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. |
71 | კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი. | 71 | კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
72 | უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. | 72 | კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ |
73 | შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს. | 73 | ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. |
74 | მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი. | 74 | მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
75 | ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე. | 75 | გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |
76 | დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს. | 76 | იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა. |
77 | მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. | 77 | მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
78 | შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. | 78 | ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა. |
79 | დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა. | 79 | მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. |
80 | იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე. | 80 | იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე. |
81 | დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 81 | მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
82 | დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე? | 82 | მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე? |
83 | ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე. | 83 | რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
84 | რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს? | 84 | რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? |
85 | გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ. | 85 | მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო. |
86 | ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე. | 86 | ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე. |
87 | ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი. | 87 | წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. |
88 | შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას. | 88 | წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. |
89 | უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. | 89 | უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა. |
90 | თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას. | 90 | და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს. |
91 | შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ. | 91 | ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. |
92 | რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. | 92 | არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. |
93 | უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი. | 93 | უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. |
94 | შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. | 94 | შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. |
95 | მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები. | 95 | მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. |
96 | ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად. | 96 | ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. |
97 | რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. | 97 | რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. |
98 | ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი. | 98 | უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. |
99 | ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი. | 99 | უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. |
100 | მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ. | 100 | უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე. |
| გაგრძელება |
|
|