კალენდარი
მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე
აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი
გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150 ნაჩვენებია მასალა: 141-150
გვერდები: « 1 2 ... 6 7 8
დალაგება:
სათაურით
ფსალმუნი 11
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
1 დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი
2 მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. 2 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან. 3 ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; 3 ამავოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. 4 მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს. 4 აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბჭენი მზაკუარნი და ენაჲ დიდად მეტყუეელი, 5 რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს? 5 რომელთა თქუეს: ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? 6 ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს. 6 ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა. 7 უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული. 7 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად. 8 უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე. 8 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. 9 ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან. 9 გარემოს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 10
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში".
1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
2 უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი? 2 რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. 3 რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა. 3 თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას? 4 რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო? 4 უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. 5 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. 5 უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. 6 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი. 6 ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი. 7 წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა. 7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს. 8 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაჲ
ფსალმუნი 8
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
1 დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი
2 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება. 2 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა. 3 ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი. 3 პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი. 4 როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, 4 რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. 5 რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? 5 რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას? 6 ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. 6 დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. 7 გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. 7 და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, 8 ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა; 8 ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, 9 ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ. 9 მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 10 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე. 10 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა. დიდებაჲ
ფსალმუნი 7
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს:
1 ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.
2 უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე. 2 უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე. 3 რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი. 3 ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. 4 უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან, 4 უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა, 5 თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, - 5 ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 6 დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა. 6 დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს. 7 აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად. 7 აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. 8 გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე. 8 და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც. 9 უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია. 9 უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. 10 შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.
11 ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს. 11 შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა. 12 ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე. 12 ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე. 13 მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს. 13 არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; 14 მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ. 14 და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა. 15 აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს. 15 აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა მე-7-ე ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 6
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
1 დასასრულსა, გალობასა შინა, მერვისათჳს, ფსალმუნი დავითისი
2 უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი. 2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 3 შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. 3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. 4 ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე? 4 და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? 5 შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის. 5 მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, 6 რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას? 6 რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. 7 მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. 7 დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო. 8 დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო. 8 განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. 9 განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. 9 განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, 10 ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას. 10 რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა. 11 გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად. 11 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება
ფსალმუნი 5
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის.
1 დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის
2 ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. 2 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი, 3 ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ. 3 მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; 4 რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. 4 უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები. 5 განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ; 5 რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან. 6 არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა; 6 ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია. 7 მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა. 7 შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. 8 ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით. 8 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. 9 უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. 9 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. 10 რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. 10 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, 11 განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ, 11 სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო. 12 და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს. 12 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი. 13 რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით. 13 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.
ფსალმუნი 4
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი.
1 დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის
2 მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა. 2 ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა. 3 შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა. 3 ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა? 4 უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას. 4 გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. 5 ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა. 5 განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. 6 შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ. 6 შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? 7 მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! 7 გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, 8 შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას. 8 ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. 9 მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად. 9 მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, 10 რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე.
ფსალმუნი 3
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.
1 ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა
2 უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი. 2 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა. 3 ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა. 3 მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა. 4 და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა. 4 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. 5 ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა. 5 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით. 6 ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი. 6 მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 7 ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. 7 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, 8 აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს. 8 რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 9 უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა. 9 უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდებაჲ
ფსალმუნი 2
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
1 რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
2 ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. 2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. 3 დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. 3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. 4 მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. 4 რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი 5 მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: 5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6 მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. 6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა 7 გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; 7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. 8 მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად. 8 ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. 9 შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. 9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. 10 ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! 10 და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი 11 ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. 11 ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. 12 ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. 12 მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, 13 რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.
ფსალმუნი 1
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
1 ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა
2 არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. 2 და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3 და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. 3 და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას. 4 უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს. 4 არა ესე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5 ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში. 5 ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა; 6 რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება. 6 რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთა და გზაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.
© 2024