კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია

მასალების განყოფილებაში: 176
ნაჩვენებია მასალა: 1-20
გვერდები: 1 2 3 ... 8 9 »

წმინდანტა სახელები | ნანახია: 5197 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.მაი.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 150

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.

1

ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;

2ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.2აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;
3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.3აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;
4ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.4აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;
5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.5აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;
6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!6ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ.






ფსალმუნები | ნანახია: 1557 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 149

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.

1

ალელუაჲ

2ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.2უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.3აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,
4რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.4რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.
5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.5იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.6ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;
7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.7და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.8შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;
9განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!9ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.






ფსალმუნები | ნანახია: 1239 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 148

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.

1

აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.2აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;
3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.3აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;
4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.4აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,
5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.5აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.6და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
7ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,7აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,8ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.9მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;10მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.11მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;
12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,12ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,
13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.13რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
14და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!14და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.






ფსალმუნები | ნანახია: 1627 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 147

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!

1

აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,

2რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.2რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
3დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.3რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ,
4ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.4რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;
5წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.5დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
6გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?6რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?
7მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.7მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;
8ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.8რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა.
9არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!9არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1531 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 146

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.

1

აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.

2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.2აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,
3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.3რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;
4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.4რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
5დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.5დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.6შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
7გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.7აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.8რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.9რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.10არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,
11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.11არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.






ფსალმუნები | ნანახია: 1275 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 145

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

1

აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

2ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.2 
3იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.3ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.
4ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.4გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
5ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.5ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
6რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;6რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა,
7იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.7რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი,
8უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.8უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.9უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს.
10იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!10სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.






ფსალმუნები | ნანახია: 1314 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 144

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.

1

აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.

2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.2ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე.
3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.3დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ.
4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.4ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.
5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.5დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ,
6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.6და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ,
7ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.7ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.
8გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.8შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.9ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.10აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.
11შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.11დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან
12

რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.

12

უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.

13შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.13სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
14უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.14განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.15თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.16აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.17მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
18ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.18ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.
19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.19ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი,
20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.20დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.
21ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.21ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1275 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 143

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.

1

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.2წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.
3უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?3უფალო, რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი?
4ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.4კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ.
5უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.5უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ, შეახე მთათა და კუმოდიან.
6გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.6გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნენ იგინი.
7გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.7გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა,
8რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.8რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა.
9ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.9ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ,
10რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.10რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა, დავით, მონა თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა.
11მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.11მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა.
12რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.12რომელთანი ძენი მათნი, ვითარცა ახალნერგნი, განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაჲ ტაძრისა,
13ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.13საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას, ცხოვარნი მათნი მრავლისმშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა,
14ჩვენი ხარები დტვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.14და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემა ზღუდისა, არცა განსავალ, არცა ღაღადებაჲ უბნებსა მათსა.
15ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.15ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.






ფსალმუნები | ნანახია: 1252 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 142

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.

1

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.2და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.3რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.
4და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.4და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.5მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი,
6ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.6და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი.
7სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.7მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
8მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.8მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.9მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.
10მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.10მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.11სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.12და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1656 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 141

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.

1

სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა.

2ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.2ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
3გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.3განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
4როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.4მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
5ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.5ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
6მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.6ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
7ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ.7მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.
8გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.8გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე.






ფსალმუნები | ნანახია: 1291 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 140

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.

1

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.

2წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.2წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა მსხურეპლ სამწუხროდ.
3დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.3დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა.
4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.4ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.5მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა.
6დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.6დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან;
7ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.7ვითარცა სისქე მიწისა განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა.
8რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.8რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიიღებ სულსა ჩემსა.
9დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.9მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
10გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.10შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე?






ფსალმუნები | ნანახია: 1394 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 139

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი.

2მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.2განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,
3რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.3რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;
4მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.4აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.
5დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.5მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა;
6გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.6დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე.
7ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.7ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.
8უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.8უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.
9ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.9ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
10თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.10თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
11დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.11დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ.
12ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.12კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად.
13ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.13უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი დავრდომილთა.
14ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.14ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1430 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 138

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.

1

უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;

2შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.2შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი,
3ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.3შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ.
4თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.4და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა;
5უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.5აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი.
6უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.6საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
7საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?7ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?
8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!8აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
9ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,9აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა,
10იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.10და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.
11და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.11და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.
12სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.12რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.
13

რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

13

რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.

14გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.14აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.
15არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.15არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
16ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.16რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის.
17ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.17ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.
18დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.18აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.
19ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!19უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.
20რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.20რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი.
21ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?21ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი?
22სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.22სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე.
23გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.23განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი.
24ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.24და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.






ფსალმუნები | ნანახია: 1409 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 137

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.

1

აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ;

2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.2რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა. და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი.
3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.3რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.
4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.4აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი,
5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.5და გიბალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ.
6რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.6რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.
7თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.7ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან.
8უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.8უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.






ფსალმუნები | ნანახია: 1269 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 136

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!

1

მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.

2ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.2ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,
3რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.3რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.
4როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?4ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?
5თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.5რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი.
6მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.6აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.
7გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.7მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!
8ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.8ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!
9ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.9ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1280 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 135

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.

2ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.2აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ.
3ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.3აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე.
4მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.4რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე.
5ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.5რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ...
6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.6რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ...
7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.7რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან,
8მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.8მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ...
9მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.9მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ...
10რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.10რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ...
11და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.11და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ...
12ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.12ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ...
13რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.13რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ...
14

და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

14

და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ...

15და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.15 
16რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.16რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ...
17რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.17რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ...
18და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.18და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ...
19სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;19სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ...
20ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.20და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ...
21და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.21და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ...
22სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.22სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა,
23რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.23რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ...
24და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.24და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ...
25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.25რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ...
26ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.26აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ...






ფსალმუნები | ნანახია: 1641 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 134

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!

1

აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.

2რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.2რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.3აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.4რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.
5რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.5რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;
6ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.6ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.7აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;
8რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.8რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;
9მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.9გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -10რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:
11სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.11სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12

და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.

12

და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

13უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.13უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.
14რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.14რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.15კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.
16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.16პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
17ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.17ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.18ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას
19ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!19სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,
20ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!20სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!21კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.






ფსალმუნები | ნანახია: 1368 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 22.აპრ.2013 | კომენტარი (0)




© 2024