1 | გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა, | 1 | არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან, |
2 | უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, | 2 | არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა, |
3 | მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. | 3 | ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა; |
4 | მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს. | 4 | წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ, |
5 | ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. | 5 | ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა? |
6 | კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. | 6 | კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. |
7 | ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. | 7 | სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. |
8 | ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. | 8 | შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება |