კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150
ნაჩვენებია მასალა: 41-60
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 7 8 »

დალაგება: სათაურით
ფსალმუნი 111

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.

1

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;

2ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.2ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.3დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
4ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.4გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.
5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.5ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა;
6რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.6რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს,
7ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.7საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის;
8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.8განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.
9გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.9განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.
10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.10ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1203 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 110

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.

1

აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.

2დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.2დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
3სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.3აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.4საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.
5ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.5საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა.
6ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.6და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა
7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.7მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.8განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
9ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.9ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.10დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.






ფსალმუნები | ნანახია: 1277 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 109

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.

1

ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

2კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.2კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.3შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
4დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.4ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.5უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.6საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
7ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.7ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.






ფსალმუნები | ნანახია: 1460 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 108

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.

1

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი

2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.2ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;
3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.3და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად.
4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.4სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.
5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.5და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.
6დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.6დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;
7განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.7საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
8იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.8იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.9იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.
10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.10შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1540 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 107

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა. ფსალმუნი დავითისა.

1

გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი

2მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.2განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
3გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.3განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად.
4გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.4აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის,
5რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.5რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი.
6ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.6ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
7რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.7რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
8ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.8ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
9ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.9ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა,
10მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.10იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
11ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?11ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
12ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?12არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
13მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.13მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა.
14ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.14ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.






ფსალმუნები | ნანახია: 1367 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 106

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

1

აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,

2იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.2თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი
3და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.3აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.
4აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.4შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;
5შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.5ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი
6შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.6 
7და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.7და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.
8დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.8აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
9რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.9რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,
10მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.10მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,
ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1669 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 105

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

2ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?2ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?
3ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.3ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
4გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.4მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,
5რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.5რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.
6შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.6ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ.
7ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.7მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.
8მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.8და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;
9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.9და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;
10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.10და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა;

ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1159 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 104

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.

1

აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.2აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.
3განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.3იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა.
4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.4მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;
5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.5მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.
6შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.6ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.
7ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.7თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.
ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1409 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 103

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.

1

აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,

2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.2შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი.
3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.3რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.4რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.5რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.6უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.7შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან.
8ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.8აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.9საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.10რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1415 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 102

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.

1

აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.2აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.3რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;4რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.5რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.6ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა.
7აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.7აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი.
8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.8შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.9არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს;
10არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.10არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.11რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12

როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.

12

რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი.

13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.13ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.14რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.15კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს;
16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.16რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,17ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე,
18ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.18რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.19უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.20აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა.
21ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.21აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა.
22ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.22აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 2156 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 20.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 101

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.

1

ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი

2უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.2უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.
3ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.3ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
4რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.4რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს.
5დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.5იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
6ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.6ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
7ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.7ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.
8უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.8უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა.
9ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.9მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
10რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;10რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი

ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1125 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 100

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითის ფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.

1

წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო

2ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.2გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა.
3არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.3არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ;
4გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.4არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე.
5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.5რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო.
6თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.6თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე.
7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.7არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.
8დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.8ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ.






ფსალმუნები | ნანახია: 1242 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 99

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

1

ფსალმუნი დავითისი აღსარებისათჳს

2ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!2ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, ჰმონებდით უფალსა სიხარულით,
3უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.3შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.
4შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.4შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა,
5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.5რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.






ფსალმუნები | ნანახია: 2171 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 98

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.

1

უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერობინთა, შეიძარნ ქუეყანა.

2უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე.2უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.
3განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.3აუარებდენ სახელსა შენს დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.
4და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.4და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, და განკითხვა და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.
5აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.5აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.6მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ჰხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი,
7ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.7და სუეტითა ღრუბლისათა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.
8უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.8უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.
9აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.9აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.






ფსალმუნები | ნანახია: 1344 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 97

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.

1

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.2აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.
3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.3მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.
4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.4ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.
5უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.5უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;
6რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.6ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.
7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.7აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.
8მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.8მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;
9უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.9მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.






ფსალმუნები | ნანახია: 1301 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 96

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.

1

უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.2ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.
3ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.3ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.
4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.4გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.
5მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.5მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
6გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.6უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.
7შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.7ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.
8მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!8ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.
9რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.9რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა.
10უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.10რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.
11შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.11ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული.
12იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.12იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1092 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 95

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

1

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;

2უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.2უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
3მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.3მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი.
4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.4რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;
5რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.5რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.
6მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.6აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.
7შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.7შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;
8შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.8შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა;
9თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!9თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ.
10უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.10თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
11გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.11იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.
12გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.12იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი
13უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.13პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.






ფსალმუნები | ნანახია: 989 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 94

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.

1მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმერთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა;
2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.2აღვიმოსოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა  ღაღადებდეთ მას.
3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.3რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა
4რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.4რამეთუ  ჴელსა შინა მისსა  არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან;
5რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.5 რამეთუ მისი არს ზღუაჲ და მან შექმნა იგი, და  ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს.
6მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.6მოვედით, თაყვანი-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდით წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა.
7რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:7რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოჲსა მისისაჲ და ცხოვარნი  ჴელისა მისისანი.
8ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;8დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ , ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა , ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა,
9რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.9სადა-იგი განმცადეს მე მამატა თქუენთა; გამომცადეს მა და იხილნეს საქმენი ჩემნი.
10ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.10ორმეოც წელ მოვიწყინე  ნათესავი იგი და ვთქუ; მარადის სცდებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი.
11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.11ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასვენებელსა ჩემსა.






ფსალმუნები | ნანახია: 1178 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

სალმუნი 93

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

1

ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

2ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.2ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.
3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?3ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?
4ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.4აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
5შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.5ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;
6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.6ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს
7ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.7და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.
8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?8გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.
9დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?9რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?
10ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?10რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?
11უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.11უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.
12ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.12ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.
13

რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

13

დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

14რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.14რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,
15რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.15ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.
16ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?16ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?
17უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.17არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.
18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.18უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.
19როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.19მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.
20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?20ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.
21გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.21მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.
22იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.22და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.
23მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.23და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1448 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 92

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.

1

უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

2გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.2განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.
3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.3აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა.
4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.4ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად;
5მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.5სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.






ფსალმუნები | ნანახია: 1117 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)




© 2024