გურულს ჩამოხრჩობას მიუსჯიან ბოლო სიტყვა გვითხარი თუ გაქვს რამე სათქმელიო. - მემეწიეთ უკანო
გურული სტუმრად მივა სახლში არ დახვდებიან და წერილს დატოვებს:”ვიყაი,არ იყაი,სა იყავი ძამა?”
გურულს ეკითხებიან: - ცურვა იცი? - სა წყალში?
გურული გააღებს მატარებლის კუპის კარებს და დაინახავს 3 ზანგი ზის და იტყვის: - დედაია ბეჩა, რაია, აქანე დეიწვა რამე?
გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება: - რაზე გყავს გაზრდილიო? სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო. - რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა. მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა. - რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო… - მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო. მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა: - რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო…
გურულს დაპაიჟებენ კახეთში დასაფლავებაზე. ქელეხზე გადახედავს სუფრას და გადირევა, ხაშლამა, შილაფლავი,მწვადი,შემწვარ–მოხრაკული და აღფრთოვანებული წამეიძახებს: –ა ძამა ხალხი, ა ძამა სუფრა, რა უნდა კტარს გურიაში, კტარი სულ კახეთში უნდა იყოსო...
გურული ფსამს ქუჩაში სტოლბასტან და დაადგება მილიცია - ჰააა დაგიჭირო ახლა? - არა ძამა, მიჭირავს უკვე.
1992 წელია. ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში, ცუდი დროა. ერთ-ერთ ოჯახში შევიდა ”მესოჩიკე” მრიცხველის შესამოწმებლად. - აი რაია, ძამა, შენმა ”სოჩიკმა” რეიზა არ დაწერა მთელი თვის მანძილზე აფერი? - აი ”სოჩიკი” ძამა ეგნატე ნინოშვილი კი არაა ლამპის შუქზე დეეწერა რამე.
კაცი იყიდის სიგარეტს მაღაზიაში გურულ გამყიდველთან. გაუკიდებს და გამყიდველი ეუბნება: - შვილო აქანა არ ეწევიან! - კი მაგრამ, თუ ყიდით მოწევა რატო არ შეიძლება? - მასთე ნენა ტვალეტის ქაღალდსაც კი ვყიდი და მიდი აბა ქენი.
გურული გაუშვებს შვილს იტალიაში სასწავლებლად. რამდენიმე წლის შემდეგ შვილი დაბრუნდება. - აბა შვილო!! ისწავლე რამე? - კი მამი - აბა როგორ არი იტალიურად სკამი? - სკამენცო - სტოლი - სტოლენცო - ეე, შვილო!!! მოკიდე ხელი თოხენცოს და ჩადი ისევ ყანენცოში.
გურული გაიტანა მატარებელმა, თვალები ვერ დაახუჭიეს, ცოლი ტირის: - ახლა რომ გაქ მაი თვალები დაყლეპილი შე უბედუროო, მატარებელი რომ მოდიოდა მაშინ სა იყაიიი?
გურული მგზავრობს მატარებლით და წევს ზედა კოიკაზე შემოვა 3 ნაშა და ბაზრობს. ერთი იძახის: - გამიგია რო ყველაზე მაგრები სექსში მეძღვაურები არიან მეორე იძახის: -მე კიდე გამიგია , სპორტსმენები არიან ყველაზე მაგრები. მესამე: - მე კიდე ვიცოდი რო ყველაზე მაგრები ინდიელები არიან. ამ დროს გურული ჩამოხდება და იტყვის: - ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, კაპიტანი ჩინგაჯუგი.
გურული პლანს ეწევა: პირველი ნაფაზი – აია ძამა პლანი? მეორე ნაფაზი – აია ძამა პლანი?! მესამე ნაფაზი – ტიტუუუუ...
უცხო სოფელში დააღამდა გურულს. წვიმს და თან მშიერია. დაიძახა ჭიშკართან, ქალი გამოვიდა აივანზე. აუხსნა გურულმა მცივა, მწყურია და იმფერი მშიერი ვარ, ღამე სად გავათიო არ ვიციო. ქალმა უთხრა: ქვრივი ვარ, ვერ შემოგიშვებ სოფელი გამლანძღავსო. მაშინ გავშრები მაინცო. ქალმა კვლავ უარი განუცხადა. მჭადი მაჭამეო და არ მაქვსო წყალი დამალევინეო და არ მომიტანიაო. - ლომი თუ გაქვთ ქალბატონო? ჰკითხა ბოლოს გურულმა. - ლომი რად გინდა? –გაუკვირდა ქალს. - რა და მოთხარე აი ჭიშკარი, მოსახლე არ ეგონო ვინმესო –დაარიგა გურულმა.
ერთი გურული წეიღო სუფსამ, ხან ერთ ნაპირზე მიაგდებს, ხან მეორეზე. ამ ამბავს შეესწრო მისი სოფლელი და უძახის: - რას შობი ბიჯო მაქანე? - რაია რას ვშობი!... ვერ ხედავ ქვირითს რომ ვყრი?!– ამოსძახა გამწარებულმა გურულმა.
თბილისი-ოზურგეთის მატარებელი. გურული თავის კუპეში წევს და ცდილობს დაიძინოს, მაგრამ მეზობელი კუპედან კაცი მთელი ხმით ყვირის: -ტიტუუუ,რაფერ მწყურიააა! ტიტუ რაფერ მაგრად მწყურია! გამწარდა გურული, არ ეძინება. ის-ის იყო ჩასძინებოდა, რომ ისევ: - ტიტუუუ, რაფერ მწყურია, ტიტუუ! მოთმინებადაკარგული გურული ადგა, ჭიქა წყლით გაავსო და კაცს შეუტანა თავის კუპეში. კაცმა სულმოუთქმელად გამოცალა და მადლობა გადაუხადა. ახლა დავიძინებო, გაიფიქრა გურულმა, მაგრამ ისევ ესმის: - ტიტუუუ, რაფერ მწყუროდააა! ტიტუუუ, რაფერ მწყუროდააა!!!
გურულ ბავშვს ეკითხებიან, 8 რომ 5-ზე გავამრავლოთ, რამდენი იქნებაო. – ჯვარი აქოურობას, მტერს და ავს, ყოლიფერი კაი ამ ოჯახში და ორმოციო – არ დაიბნა ბავშვი.
გურული ძმაკაცს ეუბნება: - ძამა ბაღანას ქორწილი აქ 500 კაციანი და სამი გოჭი მეყოფა? - ცოცხლად თუ ჩამოარბენიებ ძამა ერთიც გეყოფა...
გაქანებულმა გურულმა ქალმა გაიგო რომ პენსია მოემატა, გავარდა საპენსიო ფონდში და იკითხა: - პენსია რომ გეიზარდა, იგი მომეციო. ამათმა უთხრეს: ეგ კანონი ჯერ არ არის ძალაშიო. ქალიც გაწიწმატდა: - აბა როდის იქნება ძალაში,მე რომ ვიწვები ზალაშიო?...