1 | გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა? | 1 | აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი? |
2 | ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა. | 2 | შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ. |
3 | არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი. | 3 | ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. |
4 | აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. | 4 | აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან. |
5 | უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით. | 5 | უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა. |
6 | დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. | 6 | მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. |
7 | უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; | 7 | უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. |
8 | უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. | 8 | უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე. |