კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » დედამთილი

საშინელი დედამთილის 10 წესი


 არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება. და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს

წესი№ 1
კარგი რძლები არ არსებობენ. 

წესი№ 2
თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამგებიანი რძალი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგად თამაშობს. რატომ? იხ. წესი№ 1.


წესი№ 3
არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება. და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.


წესი№ 4
თუ დაქორწინების შემდეგ თქვენმა ვაჟმა წონაში დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლი მას შიმშილით კლავს, არ იცის საჭმლის მომზადება და საერთოდაც საშინელი დიასახლისია. და თუ პირიქით – თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანის შემდეგ გასუქდა – ე.ი. რძალი მას მავნებელი, ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით კვებავს და საწყალი ბიჭის ჯანმრთელობას სულაც არ უფრთხილდება. და თუ შვილმა წონა შეინარჩუნა, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.


წესი№ 5
რძლებს ცუდი მეხსიერება აქვთ, ამიტომაც ყოველდღიურად გიწევთ იმის შეხსენება, რომ მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, მას რომ ასეთი კარგი ქმარი ჰყავს; როგორ უნდა გააუთოოს პერანგი სწორად; და რომ "ჩვენს დროში სალათს მეტ ძმარს უკეთებდნენ”.


წესი№ 6
რძლებმა არ იციან საჩუქრის სწორად შერჩევა. თუ დაბადების დღეზე მორთმეული "პრეზენთი” მოგეწონათ, არაფრით აღიარებთ ამას. სხვანაირად წესი№ 6 თავის ძალას დაკარგავს.


წესი№ 7
ყველა რძალი ტოტალურად უგემოვნოა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეარჩიონ შპალერის ფერი, საკმარისი სიგრძის ფარდა და მოხერხებული ავეჯი. საქმე ხომ არა უბრალოდ სახლის მოწყობას, არამედ იმ სახლის მოწყობას ეხება, რომელშიც თქვენმა ვაჟმა უნდა იცხოვროს!


წესი№ 8
თუ რძალი დაჟინებით გთხოვთ ესტუმროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფასო მუშახელი სჭირდება. და თუ პირიქით – დიდი ხანია არ დაუპატიჟებიხართ, ე.ი. უგულო ეგოისტია.


წესი№ 9
სახლში ქოლგა დაგრჩათ და თავსხმაში მოყევით? გამყიდველი გეუხეშათ? ქვედა მეზობელი ჩარეცხეთ? სამხრეთ ამერიკას ქარიშხალი დაატყდა თავს? დიახ, დიახ, დიახ. ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი უვარგისი რძალია დამნაშავე.


წესი№ 10
მთავარია! არ დაგავიწყდეთ: ვერც ერთი რძალი ვერ იარსებებს თქვენი რჩევების გარეშე! ამიტომაც, რაც უნდა გეძნელებოდეთ ამის კეთება, ასწავლეთ ყველგან და ყველაფერი! გახსოვდეთ – ეს არის თქვენი ვალი და მისია!



კატეგორია: დედამთილი | დაამატა: ciklopi (29.მარ.2013)
ნანახია: 4078
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024