კალენდარი
მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე
აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი
გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150 ნაჩვენებია მასალა: 1-20
გვერდები: 1 2 3 ... 7 8 »
დალაგება:
სათაურით
ფსალმუნი 150
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
1 ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;
2 ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. 2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა; 3 ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. 3 აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; 4 ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით. 4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა; 5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. 5 აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა; 6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! 6 ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ.
ფსალმუნი 149
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
1 ალელუაჲ
2 ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. 2 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. 3 განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. 3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას, 4 რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით. 4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა. 5 იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. 5 იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. 6 ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში. 6 ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა; 7 რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები. 7 და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, 8 შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით. 8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა; 9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი! 9 ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 148
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო. 2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; 3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო. 3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; 4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ. 4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი, 5 ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ. 5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს 6 და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს. 6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს. 7 ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო, 7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; 8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო, 8 ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; 9 მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. 9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; 10 მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო; 10 მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; 11 მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა. 11 მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი; 12 ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, 12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა, 13 ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში. 13 რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; 14 და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი! 14 და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 147
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
1 აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,
2 რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან. 2 რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, 3 დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს. 3 რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ, 4 ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი. 4 რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი; 5 წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს. 5 დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის; 6 გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ? 6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს? 7 მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი. 7 მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი; 8 ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს. 8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა. 9 არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი! 9 არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ
ფსალმუნი 146
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.
2 ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. 2 აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს, 3 განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. 3 რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი; 4 დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. 4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. 5 დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. 5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ. 6 გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე. 6 შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე. 7 გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით. 7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა, 8 რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს. 8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; 9 აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას. 9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. 10 არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. 10 არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს, 11 ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს. 11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.
ფსალმუნი 145
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
1 აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
2 ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. 2 3 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. 3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ. 4 ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. 4 გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5 ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე. 5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, 6 რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე; 6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, 7 იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. 7 რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი, 8 უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. 8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; 9 უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს. 9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს. 10 იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი! 10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.
ფსალმუნი 144
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
1 აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.
2 ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. 2 ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე. 3 დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია. 3 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ. 4 თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. 4 ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. 5 შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. 5 დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ, 6 შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ. 6 და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ, 7 ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ. 7 ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. 8 გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. 8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9 კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე. 9 ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. 10 გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ. 10 აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. 11 შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. 11 დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან 12 რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
12 უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.
13 შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში. 13 სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 14 უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. 14 განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. 15 ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. 15 თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. 16 აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. 16 აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. 17 მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. 17 მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 18 ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. 18 ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. 19 მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. 19 ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი, 20 იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. 20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. 21 ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე. 21 ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ
ფსალმუნი 143
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
1 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.
2 მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა. 2 წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე. 3 უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის? 3 უფალო, რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი? 4 ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული. 4 კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ. 5 უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ. 5 უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ, შეახე მთათა და კუმოდიან. 6 გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ. 6 გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნენ იგინი. 7 გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან. 7 გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა, 8 რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. 8 რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა. 9 ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ. 9 ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ, 10 რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან. 10 რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა, დავით, მონა თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა. 11 მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. 11 მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა. 12 რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა. 12 რომელთანი ძენი მათნი, ვითარცა ახალნერგნი, განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაჲ ტაძრისა, 13 ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე. 13 საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას, ცხოვარნი მათნი მრავლისმშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, 14 ჩვენი ხარები დტვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში. 14 და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემა ზღუდისა, არცა განსავალ, არცა ღაღადებაჲ უბნებსა მათსა. 15 ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი. 15 ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.
ფსალმუნი 142
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. 2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3 რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად. 3 რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. 4 და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი. 4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5 ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ. 5 მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, 6 ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა. 6 და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი. 7 სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს. 7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. 8 მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. 8 მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9 გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს. 9 მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე. 10 მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში. 10 მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11 შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული. 11 სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 12 და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი. 12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ. დიდებაჲ
ფსალმუნი 141
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.
1 სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა.
2 ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები. 2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. 3 გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ. 3 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 4 როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. 4 მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 5 ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. 5 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 6 მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში. 6 ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 7 ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ. 7 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს. 8 გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ. 8 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე.
ფსალმუნი 140
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2 წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა. 2 წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა მსხურეპლ სამწუხროდ. 3 დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს. 3 დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა. 4 არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას. 4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. 5 დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული. 5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა. 6 დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია. 6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან; 7 ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში. 7 ვითარცა სისქე მიწისა განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა. 8 რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს. 8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიიღებ სულსა ჩემსა. 9 დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან. 9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა. 10 გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე. 10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე?
ფსალმუნი 139
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი.
2 მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე. 2 განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე, 3 რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად. 3 რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა; 4 მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა. 4 აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა. 5 დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას. 5 მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა; 6 გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა. 6 დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე. 7 ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა. 7 ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა. 8 უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს. 8 უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა. 9 ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა. 9 ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. 10 თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა. 10 თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი. 11 დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ. 11 დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ. 12 ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად. 12 კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად. 13 ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა. 13 უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი დავრდომილთა. 14 ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ. 14 ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდება
ფსალმუნი 138
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
1 უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;
2 შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. 2 შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, 3 ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე. 3 შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ. 4 თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. 4 და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა; 5 უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. 5 აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. 6 უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას. 6 საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. 7 საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? 7 ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? 8 ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! 8 აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; 9 ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, 9 აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, 10 იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი. 10 და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 11 და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. 11 და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. 12 სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე. 12 რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. 13 რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
13 რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.
14 გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. 14 აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. 15 არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. 15 არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. 16 ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი. 16 რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის. 17 ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი. 17 ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. 18 დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ. 18 აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. 19 ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან! 19 უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. 20 რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები. 20 რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი. 21 ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო? 21 ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი? 22 სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე. 22 სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე. 23 გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. 23 განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. 24 ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე. 24 და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.
ფსალმუნი 137
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ;
2 თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი. 2 რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა. და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი. 3 რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე. 3 რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა. 4 განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა. 4 აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი, 5 და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა. 5 და გიბალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ. 6 რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს. 6 რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. 7 თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი. 7 ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან. 8 უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი. 8 უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.
ფსალმუნი 136
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
1 მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.
2 ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. 2 ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი, 3 რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა. 3 რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. 4 როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? 4 ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? 5 თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. 5 რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი. 6 მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში. 6 აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. 7 გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. 7 მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა! 8 ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ. 8 ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! 9 ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს. 9 ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ
ფსალმუნი 135
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.
2 ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ. 3 ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე. 4 მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 4 რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე. 5 ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 5 რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ... 6 დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ... 7 შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 7 რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, 8 მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ... 9 მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 9 მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ... 10 რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 10 რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ... 11 და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 11 და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ... 12 ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 12 ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ... 13 რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 13 რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ... 14 და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
14 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ...
15 და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 15 16 რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 16 რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ... 17 რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ... 18 და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 18 და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ... 19 სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი; 19 სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ... 20 ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 20 და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ... 21 და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 21 და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ... 22 სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 22 სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, 23 რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ... 24 და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 24 და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ... 25 რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ... 26 ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. 26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ...
ფსალმუნი 134
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.
2 რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა. 2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 3 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია. 3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; 4 რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად. 4 რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად. 5 რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია. 5 რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; 6 ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. 6 ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; 7 ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. 7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; 8 რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე. 8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე; 9 მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე. 9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; 10 რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი - 10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი: 11 სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა. 11 სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12 და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
12 და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.
13 უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. 13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე. 14 რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. 14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. 15 ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. 15 კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი. 16 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. 16 პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ, 17 ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს. 17 ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. 18 მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 18 ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას 19 ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი! 19 სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, 20 ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! 20 სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. 21 კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი! 21 კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.
ფსალმუნი 133
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
1 აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2 ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი. 2 ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა. 3 გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა. 3 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. დიდებაჲ
ფსალმუნი 132
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
1 აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?
2 როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი. 2 ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა. 3 ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე. 3 ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა: რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხორებაჲ უკუნისამდე.
ფსალმუნი 131
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა აღსავალთა.
2 გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი. 1 მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი, 3 როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე. 2 ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა: 3 უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, 4 თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს, 4 ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა, 5 ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის. 5 ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 6 აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე. 6 ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. 7 მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს. 7 შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი. 8 აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა. 8 აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა; 9 შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ. 9 მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ. 10 შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს. 10 დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. 11 შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე. 11 ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. 12 თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე". 12 და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. 13 რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის. 13 რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა: 14 „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. 14 ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე. 15 საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. 15 ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. 16 მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ. 16 მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. 17 იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. 17 მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა. 18 მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი". 18 მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.
© 2024