| კალენდარი |
|
|
 |
| მთავარი მენიუ |
|
 |
| ძებნა ამ საიტზე |
|
 |
| აუდიო - ვიდეო |
|
 |
| გართობა, იუმორი |
|
 |
| სხვადასხვა |
|
 |
| განათლება |
|
 |
| რელიგია |
|
 |
| ონლაინი |
|
 |
| გააზიარე |
|
|
 |
| სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
 |
|
ფსალმუნი 126
ფსალმუნი 126
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 | გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. | 1 | არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. | | 2 | ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. | 2 | ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. | | 3 | აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი. | 3 | აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა. | | 4 | როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. | 4 | ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი. | | 5 | ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. | 5 | ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა. |
|
|
| კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
|
| ნანახია: 1369 |
|
| © 2026 |
 |
|