კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » აფორიზმები » ბრძნული გამონათქვამები 1

ბრძნული გამონათქვამები
 


ებნერ-ეშენბახი: მთელი ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით

სენეკა: თუ გინდა ყველაფერი დაიქვემდებარო. თვით შენ უნდა დაექვემდებარო გონებას

ფრანკლინი: ყველა წამალზე უმჯობესია დასვენება და თავშეკავება

დანტონი: არაფერია იმაზე ძნელი თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილი

იოვენალისი: ვერც ერთი ბოროტი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება

უაილდი: მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ....

ლაროშფუკო: მჭერმეტყველების ოსტატი ისაა,ვინც ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა და სხვას არაფერს

ვოლტერი: ვინც თავისი ასაკის მიხედვით არ იქცევა, ყველა ისჯება

როკფელერი: ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი

გამსახურდია: სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს,გველი_კოცნით, მეფე_ღიმილით, ხოლო მოღალატე_პატივისცემით

კონფუცი: ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი

კონფუცი: იცვალე, რათა შეინარჩუნო - მთავარი პრინციპი
კონფუცი: შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ.
კონფუცი: მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან
კონფუცი: საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება
კონფუცი: განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან

ლაო-ძი: ვინც სხვათა შემცნობია: გამჭვრეტელია. ვინც თავისი თავის შემცნობია: გასხივოსნებულია. ვინც სხვათა მძლეველია: ძლიერია. ვინც თავისი თავის მძლეველია: მძლეთა - მძლეა. ვინცა გარეყოფიერსა მიელტვის: ვნებააშლილია. ვინც არყოფნას უჭვრეტს: სრულქმნილია. ვინც საკუთარ გარწერილობას ფლობს: მრავალჟამიერია.(!!!!!!!!) ვინც წარულალში გარდაიცვალა: მარადიულია."

ოშო: თუ თქვენ საკუთარ თავთან არ გქონიათ შინაგანი ომი , თქვენ გარეთ იომებთ. თუკი თქვენ შინაგან ომში გაიმარჯვებთ, ნამდვილ ომსაც მოეღება ბოლო. ეს არის ერთადერთი გზა

ლაო-ძი: რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”

ლაო-ძი: "ბრძენი კაცი იშვიათად ამჟღავნებს თავის ნიჭიერებას და მხოლოდ თავისი არსის სრულქმნისთვის იღვწის”

ლაო-ძი: რაც მეტია აკრძალვა: მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი. რაც მეტია ცრუბრძნობა, მით მეტია სიხარბე. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”.

ლაო-ძი: ამიტომაა: ყოვლადბრძენი დაიკრებს ყველას ცოდვებს და საზღაურად არაფერს ითხოვს. ვინცა ფლობს უმაღლეს სათნოებას, დაიკრებს ცოდვებს და ეწამება. ვინც არ ფლობს უმაღლეს სათნოებას, ვერ დაიკრებს ცოდვებს და ვერ ეწამება.

ლაო-ძი: ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი. ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი. ზნემაღალი კაცი არ დავობს. ვინცა დავობს, არ არის ზნემაღალი. ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს. უმეცარი – უმეცრებას და ქადაგებს.

ოშო: ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული... გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე... ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე...

ბაირონი: ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმაოიშვება ხოლმე

დრეიერი: დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ რამეს იტყვის

პასკალი: ადამიანი რაც უფრო ჭკვიანი და კეთილ-გონიერია, მით უფრო მეტად ამჩნევს სხვათა სიკეთეს

კლეობული: გიყვარდეს მეტის მოსმენა ვიდრე ლაპარაკი

ფრანკლინი: სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია

შექსპირი: უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი

რუმფორდი: ხალხი კეთილი თვისებებით რომ შეიმოსოს, ის ბედნიერი უნდა გახადო.

გიოარსი: ჭკუა ის შუამავალია, რომელიც სულსა და ხორცს ერთმანეთთან არიგებს.

მონტენი: კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.

ოგარიოვი: უმჯობესია, ჭეშმარიტების სიყვარულით იტანჯებოდე, ვიდრე სიცრუით ნეტარებდე.

კანტი: მამაკაცისთვის ყველაზე გულსატკენია, თუ მას სულელს ვუწოდებთ, ხოლო ქალისთვის - უშნოს.

ვებერი: რაც ერთზე მეტად არ ღირს წასაკითხად, ის სრულიად არ ღირს წაკითხვად.

შექსპირი: რამდენადაც მწარეა წარსული, იმდენად ტკბილია აწმყო.

დორსი: წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარმატების პირველი საფეხურია.

ფრანკლინი: ყველა წამალზე უკეთესი დასვენება და თავშეკავებულობაა.

სენეკა: ცხოვრება ხანგძლივია, თუ ის აზრიანია. გავზომოთ ცხოვრება ქმედებებით და არა - დროით.

უაილდი: ჩვენ ყველანი ორმოებში ვსხედვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი იქიდან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას.

ლაო ძი: რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.

როლანი: არაფერი დამთავრებულა მისთვის, ვინც ცოცხალია.

მონტენი: რატომ არის, რომ თავის ნაკლოვანებებს არავინ აღიარებს; იმიტომ რომ, ნაკლოვანებები ახლაც რჩება მათში. საკუთარი სიზმრის მოსაყოლად საჭიროა გაღვიძება.

დიდრო: უკუღმართ გზაზე, რაც უფრო ჩქარა მიდიხარ, მით უფრო იბნევი.

ბიონი: შურიანი მოწყენილია მაშინ, თუ მას უბედურება ეწვევა, ან თუ სხვას გაუმარტლებს.

სუვოროვი: საფთხეს უნდა შეეგებო, კი არ ელოდო.

ლაბრიუიერი: ადამიანებს სურთ,ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.

პასკალი: ადამიანთა სამი გვარი არსებობს: ერთნი ემსახურებიან ღმერთს, იმიტომ რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს, იმიტომ რომ არ უპოვიათ; მესამენი - არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი-უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი - უბედურნი და უკეთურნი.

რივაროლი: თავმდაბალი ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, ამაყი კი ყველაფერს დაკარგავს: თავმდაბლობას საქმე ყოველთვის ღირსებასთან აქვს, სიამაყეს კი - შურთან.

ლაროშფუკო: ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით სჯობს.

გოეთე: ყველანი, ვინც იდეას შორდებიან, ბოლოს და ბოლოს შეგრძნების ანაბარა რჩებიან.

კამიუ: სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავს.

ჰეგელი: ადამიანი ის არის, რა საქმეც ეხერხება.

ემერსონი: როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა-სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.

ტენისონი: სჯობს გიყვარდეს და დაკარგო სიყვარული, ვიდრე არასოდეს გიყვარდეს.

ტოლსტოი: რა გამანადგურებეი, რა შეუბრალებელი არსებაა ადამიანი. რამდენი სხვადასხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

სენეკა: ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა.

ვოვენარგი: ცრუა ის ადამიანი, რომელსაც მოტყუება შეუძლია. ფარისეველია ის, ვინც მხოლოდ ბრიყვებს ატყუებს.

გელბრეიტი: პოლიტიკაში ყველაზე მთავარი მოკლე მეხსიერებაა.

ნიშცე: დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.

ჰოცარიუსი: მდიდარი ძუნწები საკუთარი შემოსავლების ზანდუკებში ჩაკეტვით საზოგადოებას მათი სიმდიდრის ნაწილს ართმევენ.

შოპენჰაუერი: ბრიყვისთვის და სულელისთვის საკუთარი ჭკუის ჩვენების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ხმა არ გასცე.

ვაშინგტონი: პოლიტიკოსი უნდა უსმენდეს მასებს, მაგრამ მათი ბაგეებით არ უნდა ლაპარაკობდეს.

კონფუცი: კარგი აზრი, საიდანაც უნდა იქნას ამოღებული, გაცილებით უკეთესია, ვიდრე საკუთარი სულელური აზრი, - საწყენად ნუ დარჩებათ მათ, ვინც არ მიმართავს არავის და ყველაფერს საკუთარ თავში პოულობს.

რივაროლი: ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია ცეცხლის გაჩენა. ამის წყალობით მოიპოვა მან ბატონობა დედამიწაზე.

მამარდაშვილი: ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში.

ეშენბახი: ცუდია ის აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს.

შოპენჰაუერი: ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.
მერაბო: ეშმაკობა ეგოისტების ტალანტია. მან შეიძლება, ბრიყვები მოატყუოს, რომლებსაც ცბიერება ჭკუა ჰგონიათ, სერიოზულობა-კეთილგონიერება, ურცხვობა-ტალანტი, სიამაყე კი - ღირსება.

პანანტინი: არსებობს უხეში ეჭვიანობა, როცა არ ენდობი იმას, ვინც გიყვარს; არის დახვეწილი ეჭვიანობა - როცა საკუთარ თავს არ ენდობი.

ბალხი: ჭკუა ის არის, მოქმედებდე სიტყვის თანახმად.

მოჯევსკი: ნამდვილი თავისუფლება სულელური ვნებების მოთოკვას და ნაკლოვანებების აღმოფხვრას გულისხმობს და არა იმას, რომ ვისაც რა უნდა, ის აკეთოს და თავის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მსუბუქი სასჯელი მიიღოს.

ჰოლვეციუსი: ის, ვინც ღრმად სწავლობს საკუთარ სულს, ხშირად იჭერს საკუთარ თავს შეცდომებში, რაც მას ძალაუნებურად თავმდაბალს ხდის.ის საკუთარი განათლებით აღარ ამაყობს და საკუთარ თავს სხვაზე მაღლა არ აყენებს.

სიდონსი: ის, ვინც ადამიანებს იმედს აძლევს, როგორც უნდა, ისე მართავს მათ.

არისტოტელე: თითოეულმა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობების მიხედვით საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ სახელმწიფოზე.

ლინკოლნი: შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გარიყვება სამუდამოდ. ვ

ალერიუსი: წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.

კენედი: ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი-იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.

სენეკა: ცეზარისთვის ბევრი დაუშვებელია, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

მონტენი: ცხოველებს დიდებული თავისებურება აქვთ, სიმხდალის გამო ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა.

სმიტი: თითოეული ადამიანის ხასიათი, იმის მიუხედავად, სიკეთეს მოტანა შეუძლია თუ მავნებლობა, გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ბედზე.

ჟან-ჟაკ რუსო: ძალაუფლება - ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა.

ჰიპოკრატე: ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს.

გოეთე: ყველა ჭეშმარიტების ბედი ასეთია-თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი მიიღებენ ხოლმე.

რიხნერი: ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.

ლაიბნიცი: სიყვარული იმას ნიშნავს,რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.

ბიორნე: სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის'.

მარლენ დიტრიხი: ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.

პითაგორა: ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა რაც დუმილზე უკეთესია.

სენეკა: კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს.

ერნესტ ჰემონგუეი: ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით. არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.

ბუასტი: ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.

პრუნერი: ადამიანთა ურავლესობა ცუდია!

მოლიერი: წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ყავს.

კალდერონი: დიდი უბედურებაა-გალა იყო და ამპარტავანი.

ბუალო: სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს რომელსაც გააკვირვებს.

კონფუცი: უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

შექსპირი: სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.

ჰაინე: ისევე,როგორც ჭკვიანები ხშირად სულელები არიან, ბრიყვებიც ხანდახან ძალიან ჭკვიანები არიან.

ბუასტი: უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა.

მოლიერი: შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს

შოუ: პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

შექსპირი: იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის.

ლაუბი: ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.

რიდი: სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.

ილია: ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.

ნაპოლეონი: თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი.

ოვიდიუსი: რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე.

თომას ფულერი: დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის.

ლაბიში: ეგოისტი...ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს..

ლაროშფუკო:ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.

გერმანული ანდაზა:სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.

მონტესკიე: თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.

ბერბსტი: კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს

უფროს კატონი: როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო.
კაბუსი: ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია.

ჰაბარდი: მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.

ჰიუგო: მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.

ბუასტი: მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.

მენეკენი: ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.

სტენდალი: ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

ბუასტი: ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.

იუნგი: დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება. შვაიცერი:-ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს...ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს.

გასეტი: სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება.

პლუტარქე: ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანრძლივი ჩვეულება.

ცვაიგი: ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში.

კრილოვი: ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ.

სტეინბერგი: ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.

გაიბელ: ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა, უფრო ჭკვიანია,ვ ინც თავის დროზე წავა.

დიდრო: გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე. ქონდრისკაცებში-გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.

ქეი-ქუასი: ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.

გოეთე: შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

რაბლოე: ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.

პასკალი: ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.

გოეთე: თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.

ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.

ფრანკლინი: ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.

შოუ: სათნოება ის კი არ არის, რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის, რომ არ ელტვოდე მას.

ბელინსკი: ვინც წინ არ მიდის, ის უკან მიჰყვება. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.

ლინკი: მჭერმეტყველებაა - თქვა სიმართლე და გაჩუმდე...

პეტრე I: არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს - აი,ეს არის უბედურება.

მარგოლიუსი: სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.
გოეთე. "მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”"დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”

ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება

უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.

დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ

ვიქტორ ჰიუგო "ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძაან ცოტას ეძახიან ადამიანს”

ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.

თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე

ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი - ძუნწი.






კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები 1 | დაამატა: ciklopi (18.აპრ.2013)
ნანახია: 25397
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024