კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 138
ფსალმუნი 138

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.

1

უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;

2შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.2შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი,
3ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.3შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ.
4თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.4და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა;
5უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.5აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი.
6უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.6საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
7საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?7ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?
8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!8აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
9ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,9აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა,
10იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.10და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.
11და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.11და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.
12სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.12რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.
13

რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

13

რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.

14გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.14აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.
15არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.15არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
16ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.16რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის.
17ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.17ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.
18დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.18აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.
19ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!19უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.
20რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.20რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი.
21ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?21ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი?
22სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.22სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე.
23გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.23განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი.
24ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.24და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 1411
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024