1 | ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 1 | აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი. |
2 | ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 2 | აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ. |
3 | ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 3 | აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე. |
4 | მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 4 | რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე. |
5 | ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 5 | რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ... |
6 | დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 6 | რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ... |
7 | შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 7 | რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, |
8 | მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 8 | მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ... |
9 | მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 9 | მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ... |
10 | რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 10 | რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ... |
11 | და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 11 | და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ... |
12 | ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 12 | ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ... |
13 | რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 13 | რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ... |
14 | და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 14 | და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ... |
15 | და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 15 | |
16 | რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 16 | რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ... |
17 | რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 17 | რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ... |
18 | და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 18 | და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ... |
19 | სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი; | 19 | სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ... |
20 | ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 20 | და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ... |
21 | და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 21 | და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ... |
22 | სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 22 | სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, |
23 | რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 23 | რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ... |
24 | და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 24 | და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ... |
25 | რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 25 | რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ... |
26 | ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 26 | აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ... |