კალენდარი |
|
|
მთავარი მენიუ |
|
|
ძებნა ამ საიტზე |
|
|
აუდიო - ვიდეო |
|
|
გართობა, იუმორი |
|
|
სხვადასხვა |
|
|
განათლება |
|
|
რელიგია |
|
|
ონლაინი |
|
|
გააზიარე |
|
|
სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
|
|
ფსალმუნი 141
ფსალმუნი 141
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს. | 1 | სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა. | 2 | ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები. | 2 | ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. | 3 | გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ. | 3 | განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. | 4 | როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. | 4 | მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. | 5 | ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. | 5 | ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. | 6 | მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში. | 6 | ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. | 7 | ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ. | 7 | მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს. | 8 | გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ. | 8 | გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე. |
|
|
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
|
ნანახია: 1292 |
|
© 2024 |
|
|