1 | ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. | 1 | აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე. |
2 | ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. | 2 | ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე. |
3 | დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია. | 3 | დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ. |
4 | თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. | 4 | ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. |
5 | შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. | 5 | დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ, |
6 | შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ. | 6 | და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ, |
7 | ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ. | 7 | ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. |
8 | გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. | 8 | შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. |
9 | კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე. | 9 | ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. |
10 | გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ. | 10 | აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. |
11 | შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. | 11 | დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან |
12 | რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა. | 12 | უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა. |
13 | შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში. | 13 | სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
14 | უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. | 14 | განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. |
15 | ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. | 15 | თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. |
16 | აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. | 16 | აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. |
17 | მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. | 17 | მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
18 | ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. | 18 | ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. |
19 | მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. | 19 | ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი, |
20 | იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. | 20 | დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. |
21 | ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე. | 21 | ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ |