1 | ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში. | 1 | ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა; |
2 | ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. | 2 | აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა; |
3 | ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. | 3 | აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; |
4 | ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით. | 4 | აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა; |
5 | ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. | 5 | აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა; |
6 | ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! | 6 | ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ. |