1 | ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა! | 1 | აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. |
2 | რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა. | 2 | რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. |
3 | ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია. | 3 | აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; |
4 | რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად. | 4 | რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად. |
5 | რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია. | 5 | რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; |
6 | ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. | 6 | ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; |
7 | ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. | 7 | აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; |
8 | რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე. | 8 | რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე; |
9 | მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე. | 9 | გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; |
10 | რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი - | 10 | რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი: |
11 | სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა. | 11 | სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი; |
12 | და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს. | 12 | და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა. |
13 | უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. | 13 | უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე. |
14 | რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. | 14 | რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. |
15 | ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. | 15 | კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი. |
16 | პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. | 16 | პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ, |
17 | ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს. | 17 | ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. |
18 | მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. | 18 | ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას |
19 | ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი! | 19 | სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, |
20 | ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! | 20 | სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. |
21 | კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი! | 21 | კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |