1 | დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ. | 1 | აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ; |
2 | თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი. | 2 | რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა. და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაჲ შენი. |
3 | რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე. | 3 | რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა. |
4 | განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა. | 4 | აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი, |
5 | და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა. | 5 | და გიბალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ. |
6 | რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს. | 6 | რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. |
7 | თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი. | 7 | ვიდოდი ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ჴელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან. |
8 | უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი. | 8 | უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. |