კალენდარი |
ორშაბათი |
 |
მთავარი მენიუ |
|
 |
ძებნა ამ საიტზე |
|
 |
აუდიო - ვიდეო |
|
 |
გართობა, იუმორი |
|
 |
სხვადასხვა |
|
 |
განათლება |
|
 |
რელიგია |
|
 |
გააზიარე |
|
 |
სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
 |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150 ნაჩვენებია მასალა: 101-120 |
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 » |
დალაგება:
სათაურით
ფსალმუნი 102
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი. | 1 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. | 2 | ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას. | 2 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, | 3 | ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. | 3 | რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; | 4 | საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; | 4 | რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; | 5 | სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. | 5 | რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. | 6 | სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის. | 6 | ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა. | 7 | აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი. | 7 | აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი. | 8 | შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. | 8 | შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. | 9 | არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. | 9 | არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს; | 10 | არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. | 10 | არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. | 11 | რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. | 11 | რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; | 12 | როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. | 12 | რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი. | 13 | როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. | 13 | ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. | 14 | რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. | 14 | რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ. | 15 | ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. | 15 | კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს; | 16 | ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს. | 16 | რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. | 17 | ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე, | 17 | ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, | 18 | ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. | 18 | რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. | 19 | უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. | 19 | უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების. | 20 | ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. | 20 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. | 21 | ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. | 21 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა. | 22 | ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი. | 22 | აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |
|
|
ფსალმუნი 103
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი. | 1 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ, | 2 | გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. | 2 | შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. | 3 | წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. | 3 | რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; | 4 | რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა. | 4 | რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; | 5 | დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე. | 5 | რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. | 6 | უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები. | 6 | უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. | 7 | შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. | 7 | შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან. | 8 | ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე. | 8 | აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. | 9 | საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად. | 9 | საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. | 10 | გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ. | 10 | რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; |
| ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 104
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი. | 1 | აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. | 2 | აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. | 2 | აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა. | 3 | განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. | 3 | იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა. | 4 | ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. | 4 | მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის; | 5 | გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა. | 5 | მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი. | 6 | შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. | 6 | ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი. | 7 | ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. | 7 | თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. | | ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 105
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი. | 1 | აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. | 2 | ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება? | 2 | ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? | 3 | ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს. | 3 | ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. | 4 | გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით. | 4 | მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, | 5 | რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. | 5 | რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა. | 6 | შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. | 6 | ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ. | 7 | ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. | 7 | მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. | 8 | მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი. | 8 | და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; | 9 | და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. | 9 | და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; | 10 | და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. | 10 | და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა; |
| ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 106
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 1 | აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, | 2 | იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. | 2 | თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი | 3 | და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან. | 3 | აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ. | 4 | აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი. | 4 | შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს; | 5 | შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა. | 5 | ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი | 6 | შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. | 6 | | 7 | და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ. | 7 | და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა. | 8 | დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. | 8 | აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, | 9 | რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით. | 9 | რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, | 10 | მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა. | 10 | მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა, | | ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 107
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | გალობა. ფსალმუნი დავითისა. | 1 | გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი | 2 | მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით. | 2 | განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. | 3 | გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს. | 3 | განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად. | 4 | გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის. | 4 | აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის, | 5 | რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. | 5 | რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი. | 6 | ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი. | 6 | ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. | 7 | რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე. | 7 | რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. | 8 | ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. | 8 | ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. | 9 | ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი. | 9 | ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა, | 10 | მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ. | 10 | იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. | 11 | ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? | 11 | ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, | 12 | ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან? | 12 | არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? | 13 | მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. | 13 | მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა. | 14 | ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. | 14 | ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი. |
|
|
ფსალმუნი 108
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. | 1 | დასასრულსა, დავითის ფსალმუნი | 2 | რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. | 2 | ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; | 3 | სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. | 3 | და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. | 4 | ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ. | 4 | სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. | 5 | მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ. | 5 | და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. | 6 | დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ. | 6 | დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; | 7 | განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. | 7 | საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. | 8 | იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ. | 8 | იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. | 9 | დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად. | 9 | იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. | 10 | იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში. | 10 | შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. | | ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 109
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. | 1 | ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. | 2 | კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. | 2 | კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. | 3 | შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა. | 3 | შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ. | 4 | დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. | 4 | ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. | 5 | უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. | 5 | უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი. | 6 | განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. | 6 | საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. | 7 | ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს. | 7 | ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი. |
|
|
ფსალმუნი 110
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში. | 1 | აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. | 2 | დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის. | 2 | დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; | 3 | სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია. | 3 | აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. | 4 | სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი. | 4 | საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. | 5 | ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი. | 5 | საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა. | 6 | ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა. | 6 | და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა | 7 | მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი. | 7 | მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, | 8 | იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე. | 8 | განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. | 9 | ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი. | 9 | ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. | 10 | სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია. | 10 | დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. |
|
|
ფსალმუნი 111
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული. | 1 | ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად; | 2 | ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება. | 2 | ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს; | 3 | სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია. | 3 | დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. | 4 | ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი. | 4 | გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ. | 5 | კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში. | 5 | ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა; | 6 | რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი. | 6 | რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს, | 7 | ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე. | 7 | საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის; | 8 | იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. | 8 | განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა. | 9 | გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით. | 9 | განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა. | 10 | ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება. | 10 | ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება |
|
|
ფსალმუნი 112
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! | 1 | აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. | 2 | იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. | 2 | იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე; | 3 | მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა. | 3 | მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა. | 4 | მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. | 4 | მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. | 5 | ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? | 5 | ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს | 6 | დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, | 6 | და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? | 7 | წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი. | 7 | რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, | 8 | რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან. | 8 | რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; | 9 | უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი! | 9 | რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად. |
|
|
ფსალმუნი 113
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან, | 1 | გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა | 2 | გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო. | 2 | იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა. | 3 | ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა. | 3 | ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. | 4 | მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით. | 4 | მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი. | 5 | რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? | 5 | რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? | 6 | მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით? | 6 | მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი? | 7 | უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, | 7 | პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, | 8 | რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად. | 8 | რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა. | 9 | ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით. | 9 | ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ | 10 | რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი? | 10 | წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? | 11 | ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. | 11 | ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა. | 12 | მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. | 12 | კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; | 13 | პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. | 13 | პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, | 14 | ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ. | 14 | ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, | 15 | ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. | 15 | ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. | 16 | მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. | 16 | ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. | 17 | ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. | 17 | სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა. | 18 | აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. | 18 | სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა. | 19 | მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის. | 19 | მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა. | 20 | უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს. | 20 | უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა, | 21 | აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად. | 21 | აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა. | 22 | დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს. | 22 | შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; | 23 | კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ, | 23 | კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. | 24 | ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ. | 24 | ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა. | 25 | არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული, | 25 | არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, | 26 | არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! | 26 | არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე. |
|
|
ფსალმუნი 114
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას. | 1 | შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა. | 2 | რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. | 2 | მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. | 3 | გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. | 3 | გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე. | 4 | და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი. | 4 | და სახელსა უფლისასა ვხადე: | 5 | მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. | 5 | ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ. | 6 | იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. | 6 | დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. | 7 | დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ. | 7 | მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, | 8 | რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან; | 8 | რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან. | 9 | ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. | 9 | სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება |
|
|
ფსალმუნი 115
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად. | 1 | მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. | 2 | ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა. | 2 | და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. | 3 | რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო? | 3 | რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? | 4 | თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ. | 4 | სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. | 5 | ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. | 5 | ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. | 6 | მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა. | 6 | პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. | 7 | გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები. | 7 | ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა; | 8 | შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ. | 8 | განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. | 9 | ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. | 9 | ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა | 10 | უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი! | 10 | ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ! |
|
|
ფსალმუნი 116
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო! | 1 | უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; | 2 | რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი! | 2 | რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე |
|
|
ფსალმუნი 117
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. | 1 | აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; | 2 | იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. | 2 | თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; | 3 | იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. | 3 | თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; | 4 | იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი. | 4 | თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. | 5 | სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. | 5 | ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. | 6 | უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი? | 6 | უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? | 7 | უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს. | 7 | უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. | 8 | უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. | 8 | კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; | 9 | უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. | 9 | კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. | 10 | ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ. | 10 | ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. | | ფსალმუნის სრულად ნახვა |
|
|
|
|
ფსალმუნი 118
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. | 1 | ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა. | 2 | ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას. | 2 | ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. | 3 | არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან; | 3 | რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. | 4 | შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით. | 4 | შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. | 5 | ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად. | 5 | წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, | 6 | მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. | 6 | მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, | 7 | განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. | 7 | აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. | 8 | შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ, | 8 | სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. | 9 | რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ. | 9 | რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. | 10 | მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან. | 10 | ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. | | ფსალმუნის გაგრძელება |
|
|
|
|
ფსალმუნი 119
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა. | 1 | ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი. | 2 | უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან. | 2 | უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან. | 3 | რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? | 3 | რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა? | 4 | მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. | 4 | ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა. | 5 | ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. | 5 | ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. | 6 | დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან. | 6 | მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა. | 7 | მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან. | 7 | და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად. |
|
|
ფსალმუნი 120
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა? | 1 | აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი? | 2 | ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა. | 2 | შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ. | 3 | არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი. | 3 | ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. | 4 | აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. | 4 | აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან. | 5 | უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით. | 5 | უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა. | 6 | დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. | 6 | მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. | 7 | უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; | 7 | უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. | 8 | უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. | 8 | უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე. |
|
|
|
© 2025 |
 |
|