1 | აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი. | 1 | აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ, |
2 | გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. | 2 | შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. |
3 | წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. | 3 | რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; |
4 | რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა. | 4 | რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; |
5 | დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე. | 5 | რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. |
6 | უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები. | 6 | უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. |
7 | შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. | 7 | შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან. |
8 | ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე. | 8 | აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. |
9 | საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად. | 9 | საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. |
10 | გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ. | 10 | რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; |
11 | დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი. | 11 | სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა. |
12 | მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას. | 12 | მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი. |
13 | რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. | 13 | დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქუეყანა. |
14 | აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან. | 14 | რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით. |
15 | და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. | 15 | და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. |
16 | გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. | 16 | განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ. |
17 | რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია. | 17 | მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა. |
18 | მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი. | 18 | მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა. |
19 | შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი. | 19 | შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისა. |
20 | განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა. | 20 | დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, |
21 | ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს. | 21 | ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. |
22 | ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან. | 22 | აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. |
23 | გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე. | 23 | გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე. |
24 | რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით. | 24 | ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. |
25 | ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად. | 25 | ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; |
26 | იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად. | 26 | მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. |
27 | ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე. | 27 | ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა; |
28 | მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით. | 28 | მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. |
29 | დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან. | 29 | ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან. |
30 | გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას. | 30 | გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა. |
31 | იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით. | 31 | იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა. |
32 | დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან. | 32 | რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან. |
33 | ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. | 33 | ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. |
34 | ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში. | 34 | ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. |
35 | გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი! | 35 | მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |