1 | ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი. | 1 | ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა. |
2 | ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს. | 2 | ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა. |
3 | ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი? | 3 | ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან? |
4 | ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი. | 4 | აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
5 | შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ. | 5 | ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს; |
6 | ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ. | 6 | ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს |
7 | ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა. | 7 | და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან. |
8 | გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით? | 8 | გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ. |
9 | დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს? | 9 | რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა? |
10 | ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას? | 10 | რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ? |
11 | უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი. | 11 | უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო. |
12 | ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი. | 12 | ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას. |
13 | რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს. | 13 | დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა. |
14 | რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს. | 14 | რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს, |
15 | რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი. | 15 | ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა. |
16 | ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? | 16 | ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა? |
17 | უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში. | 17 | არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. |
18 | თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. | 18 | უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე. |
19 | როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს. | 19 | მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. |
20 | ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ? | 20 | ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა. |
21 | გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ. | 21 | მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ. |
22 | იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა. | 22 | და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა. |
23 | მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი. | 23 | და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება |