კალენდარი
მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე
აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი
გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
მასალების განყოფილებაში: 176 ნაჩვენებია მასალა: 41-60
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 8 9 »
ფსალმუნი 114
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.
2 რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას. 2 მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. 3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. 3 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე. 4 და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი. 4 და სახელსა უფლისასა ვხადე: 5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. 5 ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ. 6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. 6 დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ. 7 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, 8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან; 8 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან. 9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. 9 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება
ფსალმუნი 113
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
1 გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
2 გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო. 2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა. 3 ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა. 3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4 მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით. 4 მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5 რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? 5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6 მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით? 6 მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7 უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, 7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8 რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად. 8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა. 9 ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით. 9 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ 10 რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი? 10 წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11 ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. 11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა. 12 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. 12 კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; 13 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. 13 პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, 14 ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
14 ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, 15 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. 15 ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. 16 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17 ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 17 სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
18 აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19 მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის. 19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა. 20 უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს. 20 უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა, 21 აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად. 21 აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა. 22 დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს. 22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23 კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ, 23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. 24 ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ. 24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა. 25 არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული, 25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26 არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! 26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 112
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
2 იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. 2 იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე; 3 მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა. 3 მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა. 4 მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. 4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი. 5 ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? 5 ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს 6 დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, 6 და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა? 7 წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი. 7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, 8 რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან. 8 რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; 9 უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი! 9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
ფსალმუნი 111
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
2 ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება. 2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს; 3 სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია. 3 დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. 4 ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი. 4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ. 5 კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში. 5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა; 6 რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი. 6 რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს, 7 ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე. 7 საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის; 8 იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. 8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა. 9 გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით. 9 განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა. 10 ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება. 10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება
ფსალმუნი 110
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.
2 დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის. 2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3 სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია. 3 აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 4 სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი. 4 საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. 5 ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი. 5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა. 6 ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა. 6 და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა 7 მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი. 7 მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8 იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე. 8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9 ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი. 9 ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10 სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია. 10 დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 109
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
2 კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. 2 კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. 3 შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა. 3 შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ. 4 დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. 4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 5 უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. 5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი. 6 განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. 6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. 7 ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს. 7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნი 108
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
1 დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
2 რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. 2 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; 3 სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. 3 და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. 4 ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ. 4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. 5 მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ. 5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. 6 დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ. 6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; 7 განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. 7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. 8 იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ. 8 იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. 9 დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად. 9 იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. 10 იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში. 10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 107
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გალობა. ფსალმუნი დავითისა.
1 გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი
2 მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით. 2 განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. 3 გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს. 3 განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად. 4 გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის. 4 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის, 5 რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. 5 რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი. 6 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი. 6 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. 7 რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე. 7 რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 8 ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. 8 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. 9 ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი. 9 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა, 10 მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ. 10 იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. 11 ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? 11 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, 12 ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან? 12 არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 13 მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. 13 მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა. 14 ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. 14 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.
ფსალმუნი 106
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
2 იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. 2 თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი 3 და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან. 3 აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ. 4 აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი. 4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს; 5 შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა. 5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი 6 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. 6 7 და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ. 7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა. 8 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 8 აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 9 რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით. 9 რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, 10 მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა. 10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა, ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 105
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
2 ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება? 2 ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? 3 ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს. 3 ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. 4 გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით. 4 მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, 5 რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. 5 რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა. 6 შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. 6 ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ. 7 ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. 7 მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. 8 მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი. 8 და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; 9 და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. 9 და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; 10 და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. 10 და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა; ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 104
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
1 აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
2 აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. 2 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა. 3 განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. 3 იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა. 4 ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. 4 მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის; 5 გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა. 5 მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი. 6 შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. 6 ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი. 7 ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. 7 თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 103
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,
2 გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით. 2 შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. 3 წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. 3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; 4 რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა. 4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; 5 დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე. 5 რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. 6 უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები. 6 უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. 7 შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. 7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან. 8 ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე. 8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. 9 საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად. 9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. 10 გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ. 10 რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 102
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას. 2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, 3 ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. 3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; 4 საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; 4 რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; 5 სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. 5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. 6 სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის. 6 ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა. 7 აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი. 7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი. 8 შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. 8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9 არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. 9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს; 10 არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. 10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. 11 რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. 11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; 12 როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი.
13 როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. 13 ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. 14 რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. 14 რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ. 15 ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. 15 კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს; 16 ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს. 16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. 17 ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე, 17 ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, 18 ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. 18 რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. 19 უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. 19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების. 20 ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. 20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. 21 ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. 21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა. 22 ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი. 22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება
ფსალმუნი 101
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
1 ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი
2 უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. 2 უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. 3 ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე. 3 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. 4 რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე. 4 რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს. 5 დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. 5 იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. 6 ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. 6 ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. 7 ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში. 7 ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა. 8 უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. 8 უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. 9 ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ. 9 მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. 10 რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე; 10 რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი ფსალმუნის სრულად ნახვა
ფსალმუნი 100
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დავითის ფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
1 წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო
2 ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში. 2 გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა. 3 არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. 3 არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ; 4 გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე. 4 არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე. 5 თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან. 5 რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო. 6 თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე. 6 თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. 7 ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ. 7 არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. 8 დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა. 8 ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ.
ფსალმუნი 99
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
1 ფსალმუნი დავითისი აღსარებისათჳს
2 ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! 2 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, ჰმონებდით უფალსა სიხარულით, 3 უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი. 3 შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი. 4 შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი. 4 შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა, 5 რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი. 5 რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.
ფსალმუნი 98
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
1 უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერობინთა, შეიძარნ ქუეყანა.
2 უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე. 2 უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა. 3 განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი. 3 აუარებდენ სახელსა შენს დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს. 4 და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში. 4 და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, და განკითხვა და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ. 5 აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი. 5 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. 6 მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ. 6 მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ჰხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი, 7 ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული. 7 და სუეტითა ღრუბლისათა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ. 8 უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის. 8 უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა. 9 აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი. 9 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ფსალმუნი 97
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.
2 განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე. 2 აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი. 3 გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა. 3 მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა. 4 შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ. 4 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით. 5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. 5 უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა; 6 რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე. 6 ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. 7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი. 7 აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. 8 მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ. 8 მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად; 9 უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით. 9 მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.
ფსალმუნი 96
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
1 უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.
2 ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი. 2 ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა. 3 ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. 3 ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი. 4 გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა. 4 გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ. 5 მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან. 5 მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 6 გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი. 6 უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი. 7 შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო. 7 ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა. 8 მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო! 8 ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო. 9 რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. 9 რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა. 10 უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. 10 რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი. 11 შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება. 11 ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა - სიხარული. 12 იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი. 12 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება
ფსალმუნი 95
ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;
2 უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. 2 უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა. 3 მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. 3 მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი. 4 რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის. 4 რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა; 5 რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი. 5 რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა. 6 მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში. 6 აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა. 7 შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. 7 შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა; 8 შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. 8 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა; 9 თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! 9 თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ. 10 უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. 10 თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 11 გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. 11 იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი. 12 გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი. 12 იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი 13 უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით. 13 პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.
© 2024