კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 150
ნაჩვენებია მასალა: 61-80
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 8 »

დალაგება: სათაურით
ფსალმუნი 62

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.

1

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

2ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.2ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი
3ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.3ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
4რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.4რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
5ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.5ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.
6ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.6ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
7როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.7უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;
8რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.8რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
9შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.9მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენა შენი.
10ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.10ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
11მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.11მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
12მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.12ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა.






ფსალმუნები | ნანახია: 1701 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 63

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.2შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.
3დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.3დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსათა.
4რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,4რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.
5რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.5რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ;
6ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?6მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?
7ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.7გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა,
8და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.8და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი,
9საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.9და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.
10და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.10და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს.
11გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.11იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1318 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 64

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის მსხემობისა

2შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.2შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს.
3მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.3შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს.
4ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.4სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.
5ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.5ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი,
6საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.6საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.
7განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.7განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა,
8აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.8რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი,
9და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.9და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ.
10კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.10მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ.
11მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.11ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.
12გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.12აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.
13წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.13განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.
14საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.

14შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.







ფსალმუნები | ნანახია: 1122 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 65

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.

1

დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს

2უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.2ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა.
3უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.3არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.
4მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.4ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო.
5მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.5მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა,
6გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.6რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ,
7გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.7რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით.
8ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.8აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისა,
9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.9რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა.
10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.10რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი.
11

მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.

11

შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.

12შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.12ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი,
13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,13და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი,
14რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.14რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.
15მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.15საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.
16მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.16მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.
17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.17მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.
18სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.18სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.
19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.19ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
20კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.20კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.






ფსალმუნები | ნანახია: 1249 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 66

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა.

1

დასასრულსა, გალობაჲ და ფსალმუნი დავითისი

2ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.2ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.
3რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.3ცნობად ქუეყანასა ზედა გზაჲ შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაჲ შენი.
4გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.4აღგიარებდედ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდედ შენ ერნი ყოველნი.
5გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.5მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი.
6გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.6აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.
7მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.7ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳსი, მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო;
8გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.8ღმერთმან ჩუენმან მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1152 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 67

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი.

1

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა

2აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.2აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
3როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.3ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.
4ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.4და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.
5აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.5აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.
6მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,6შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.
7ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.7ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.
8ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში,სელა,8ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ
9დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.9ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.
10ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.10წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.
ფსალმუნის სრულად ნახვა






ფსალმუნები | ნანახია: 1491 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 68

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი

2მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.2მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;
3ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.3მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.
4მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.4დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.
5ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.5განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.
6ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.6ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.
7ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.7ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო.
8რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.8რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი.
9შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.9უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა ჩემისათა.
10რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.10რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
ფსალმუნის გაგრძელება






ფსალმუნები | ნანახია: 1790 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 15.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 69

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.

1

დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან

2ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.2ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
3დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.3ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
4დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!4მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
5ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი", ვისაც უყვარს შველა შენმიერი.5გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
6ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.6ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1396 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 70

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.

1

ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი ებრაელთა შორის

2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.2შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.3მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
4ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.4ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა;
5რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.5რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან.
6შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.6შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის.
7საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.7ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
8ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.8აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.9ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
10რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.10რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად.

ფსალმუნის სრულად ნახვა






ფსალმუნები | ნანახია: 1183 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 71

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.

1

ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

2გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.2 
3მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.3მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე.
4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.4განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი.
5შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.5და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.
6იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.6გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.
7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.7გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.
8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.8და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.9ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.10მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.
ფსალმუნის სრულად ნახვა






ფსალმუნები | ნანახია: 1623 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 72

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.

1

მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.

2მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.2ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.3რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.
4რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.4რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
5ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.5შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.6ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.
7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.7და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა.
8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.8განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად ზრახვიდეს.
9მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.9დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.

ფსალმუნის სრულად ნახვა






ფსალმუნები | ნანახია: 1143 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 73

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?

1

რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.

2გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,2მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.3აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
4შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.4და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,
5ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.5დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა
6და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.6დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.7დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.
8თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.8თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
9ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?9რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.
10

ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?

10ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
11რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.11რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
12ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.12ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.
13

შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.

13

შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.

14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.14შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.15შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.16შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.17შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.18ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.
19მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.19ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
20მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.20მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.
21ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.21ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
22აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.22აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.23ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1158 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 74

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.

1

დასასრულსა, ნუ განხრწნი გალობათჳს, ასაფისი

2გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, რადგან ახლოა შენი სახელი; ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.2აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა;
3როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.3რაჟამს მოვიღო ჟამი მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
4ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.4განკფდა ქუეყანა და ყოველნი მკჳდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
5ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,5ვარქუ უსჯულოთა: ნუ უსჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
6ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.6ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუესა.
7რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.7რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათასა,
8ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.8რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
9რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.9რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
10ხოლო მე ვიტყვი ყოველ ჟამს, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.10ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
11ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.11და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისა.






ფსალმუნები | ნანახია: 1025 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 75

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.

1

დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ

2ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.2განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
3და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.3იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;
4იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.4რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.
5ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.5განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.
6გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.6შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.
7შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.7მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.
8შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?8შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.
9ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;9რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,
10როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.10რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.
11რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.11რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.
12აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.12ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი
13ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.13საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.






ფსალმუნები | ნანახია: 1176 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 76

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი

2ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.2ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე.
3ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.3დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა.
4გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.4მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.
5თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.5მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდი.
6ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.6ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ
7გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.7ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.
8ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?8ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,
9ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?9ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე?
10ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.10ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
11და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.11და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისა.
12

გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.

12მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა.
13ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.13

და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

14ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?14ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
15შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.15შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;
16შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.16და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
17გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.17გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი
18გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.18ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
19შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.19ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.
20ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.20ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.
21უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.21უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაჲ





ფსალმუნები | ნანახია: 1667 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 77
ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.

1

ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.2აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.
3რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,3რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.
4არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.4არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.
5დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.5და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,
6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.6რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;
7და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.7რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.8რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.
9ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.9ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.10არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.

ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1303 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 78

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.

1

ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;

2მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.2დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.
3დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.3დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა.
4სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.4ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
5როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?5ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი?
6გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.6მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს;
7რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.7რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.
8ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.8ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
9დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.9შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.
10რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.10ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია.
11მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.11შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
12დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.12მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
13ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.13ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.






ფსალმუნები | ნანახია: 1113 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 79

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი.

1

ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს

2მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.2რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
3ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.3წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.
4ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.4ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
5უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?5უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
6აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.6მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
7დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.7მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.
8უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.8უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
9ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.9ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი.
10გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.10გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა.
11

მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.

11დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.
12ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.12

მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.

13რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?13აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
14ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.14განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.
15ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.15ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას;
16გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.16და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
17დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.17მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისათა წარწყმდენ.
18იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.18იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
19და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.19და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
20უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.20უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ.






ფსალმუნები | ნანახია: 1162 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 80

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა.

1

დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი

2უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.2უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა.
3ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.3აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა
4დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.4დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.
5რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.5რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.
6დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.6წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა;
7მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.7განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა.
8გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.8ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
9ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.9ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ ჩემი,
10არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.10

არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.

11

მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.

11რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.
12არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.12და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე არა მერჩდა.
13და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.13და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.
14ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.14უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო,
15მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.15ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი.
16უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.16მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი საუკუნოდ.
17გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.17და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდება.






ფსალმუნები | ნანახია: 1446 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 17.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 81

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.

1

ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

2როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.2ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
3განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.3უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;
4გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.4განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.
5არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.5არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.
6მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.6მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;
7მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.7ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.
8აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.8აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.






ფსალმუნები | ნანახია: 1508 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 19.აპრ.2013 | კომენტარი (0)




© 2024