ფსალმუნი 077 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 077
ფსალმუნი 77
ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.

1

ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.2აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.
3რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,3რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.
4არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.4არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.
5დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.5და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,
6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.6რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;
7და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.7რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.8რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.
9ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.9ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.10არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.
11გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.11და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ
12მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.12წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.13განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.
14და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.14და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.
15გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.15განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
16

გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.

16

გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

17ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.17და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
18ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.18და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.
19და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?19და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?
20ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?20ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?
21ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.21ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;
22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.22რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
23და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.23და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.
24და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.24და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;
25ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.25და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
26აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.26აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.
27და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.27და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.
28და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.28და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.
29ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.29და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;
30ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;30და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
31

რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.

31

და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა.

32მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.32ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა.
33და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.33და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
34როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.34რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.
35და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.35და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.
36და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.36და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.
37ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.37ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა.
38და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.38არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
39გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.39და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.
40რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.40რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!
41ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.41და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს.
42არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.42არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა;
43როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.43ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა;
44და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.44და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;
45მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.45მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
46

და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.

46

და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;

47სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.47მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;
48და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.48მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;
49მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.49მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
50გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.50გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
51განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.51და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
52წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.52და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ.
53უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.53და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
54მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.54და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
55განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.55და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა.
56კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.56და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;
57იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.57და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად;
58განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.58განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას.
59მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.59ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი.
60მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებულ60და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა.
61

და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.

61

და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;

62და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.62და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;
63მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.63ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
64მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.64მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
65და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.65და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.
66და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.66და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
67დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.67განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.68არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა.
69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.69და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.
70ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.70და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი
71მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.71მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა.
72და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.72და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 148
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016