კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 068
ფსალმუნი 68

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი

2მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.2მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა;
3ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.3მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.
4მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.4დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.
5ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.5განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.
6ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.6ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.
7ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.7ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო.
8რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.8რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი.
9შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.9უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა ჩემისათა.
10რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.10რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
11და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.11და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.
12და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.12ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ.
13ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.13ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა.
14

და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.

14

ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა.

15მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.15მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა.
16ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.16ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა.
17მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.17ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.
18ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.18ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.
19მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.19მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე.
20შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.20რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი;
21დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.21შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე.
22და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.22და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.
23იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.23იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ.
24დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.24დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე.
25გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.25მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ.
26სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.26იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;
27

ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.

27

რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.

28დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.28შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;
29ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.29აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.
30ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.30გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე.
31ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.31ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;
32და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.32და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.
33რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.33იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.
34ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა.34რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა.
35განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.35აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა.
36რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.36რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი;
37მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.37და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 395
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017