კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » სუფრა » ლამაზი სადღეგრძელოები

სადღეგრძელოები 3


შევავსოთ ერთხელ კიდევ ეს ჭიქა
არ შეიძლება ჩვენ ეს რომ არ ვთქვათ,
არ შეიძლება სუფრასთან, ჩვემთან
ეს სადღეგრძელო ჩვენ რომ არ შევსვათ

ამ ჭიქით მინდა დავლოცო ქალი
ვინც რომ სულ თავზე გვევლება ყველას,
მოდით დავლოცოთ ის ერთადერთი
ქალი რომელსაც ვეძახით დედას.


***

ის ადამიანი იყოს დღეგრძელი, რომელიც სიკეთეს დასთესს და არ დააყვედრის.


***

დაკარგულ სიყვარულს, გაფრენილ ოცნებას და დარჩენილ იმედებს გაუმარჯოს.


***

სიცოცხლის და სიყვარულის სალხინობელს,
სიყვარულით და მამულის ტრფიალით მთვრალებს,
ყველა ქართველს, ნამდვილ ქართველს, გულით ქართველს,
ქართულ გრძნობით, ქართველურად გაუმარჯოს!!!


***

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზა შვეულია
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია.


***

ძველთაგან სამი რაღაც აქვს საქართველოს და ქართველებს, პირველი ეს არის ჯვარი, მეორე ეს არის ხმალი და მესამე ეს არის ადამიანობა!! ჯვარი ეკლესიამ ჩაიბარა, ხმალი-ისტორიამ, ადამიანობა კი ვისურვებ, რომ ყველა ქართველმა ჩაიბაროს!! მოდით ამ ჭიქით ადამიანობას გაუმარჯოს!!!


***

მე სიყვარულის სადღეგძელო მინდა დავლიო,
ნება მომეცით მოვიმარჯვო ხელში ფიალა და
ამ სასმისით გაუმარჯოს მოდით იმ გულებს,
სადაც ამ გძნობამ მთელი ძალით დაიფრიალა!


***

ამ სასმისით დღევანდელი უდიდესი დღესასწაული მინდა ვახსენო, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს მთელი ქრისტიანული სამყარო, დიდება უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტეს ჩვენი ცოდვებისთვის წამებულსა და მკვდრეთით აღმსდგარს, შეგვეცნოს და დაგვეფასებინოს ეს უდიდესი მადლი და ძალა მისი, დიდება უფალს, ამინ...


***

ეს გაუმარჯოს ყრმის ნათლობას, ქორწილს, ძეობას,
ქართულ სუფრასთან ტოლუმბაშის ენამზეობას,
ეს გაუმარჯოს საქართველოს იმერ-ამიერს,
დამილოცნიხართ ქართველებო, მრავალჟამიერ!!!


***

მე მონატრების სადღეგრდძელო მინდა დავლიო,

და მათიც,ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,

მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,

რამეთუ ქვეყნად მონატრებაც სიყვარულია


***

საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: ,,ცხოვრება ის დღეები კი არ არის, რომლებიც მიდიან უბრალოდ, არამედ ის დღეებია, რომლებიც გვამახსოვრდება, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენი არსებობის ყანობილზე.” ქართული სუფრა, ბატონებო, თავისი შინაარსით საოცრად ტევადია, მრავალფეროვანია და, რაც მთავარია, შემეცნებითი ხასიათის მქონე. ტყუილად როდი უწოდებენ მას უცხოელები ,,აკადემიას.” თავის დროზე ის მართლაც აკმაყოფილებდა ყველა ამ მოთხოვნას. საქართველოს ისტორიაში, როგორც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ისეთი ეტაპი, რომ მშვიდობა სანატრელი არ გამხდარიყო. ასე იყო დასაბამიდან და, საუბედუროდ, ასე გრძელდება დღესაც. აი, ასეთი იყო ქართველთა სავალი გზები, აი, ასეთი იყო ქართველთა ბედისწერის უხმო ძახილი ამ გზებზე. არ გაუბოროტებია და სიცოცხლის ხალისი არ წაურთმევია. და იდგა, ლომივით იდგა, საუკუნეთა არმურში ჯავშანგაუხდელი ქართველი კაცი. იბრძოდა - მშვიდობისთვის იბრძოდა. ლოცულობდა - მშვიდობისთვის ლოცულობდა. ეფერებოდა მიწას და ვაზს. მშვიდობა ვუსურვოთ მშვიდობას დანატრებულ ქართველ კაცს! მსოფლიოსაც გადავაწვდინოთ ჩვენი ხმა. ვუსურვოთ, ბოროტისა და კეთილის მარადიულ ჭიდილში, ერთხელ და სამუდამოდ გაგვთენებოდეს ისეთი დღე, რომ ჩვენს თავზე გვეთქვას ჩვენივე ბუმბერაზი წინაპრების გენიალური სიტყვები: ,,ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.” მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო!


***

გაუმარჯოს ქართულ ვაზს,
ბევრი ჭირის გადამტანს,
გაუმარჯოს ვაზის წვენს,
ის ამაგრებს ქართულ გენს,

გაუმარჯოს ქართულ სულს,
ტრადიციებს არნახულს,
გაუმარჯოს ქართულ სუფრას,
სუერის თავში მუდამ მჯდომს,

დამერწმუნეთ მსოფლიოში,
ვერსად ვნახავთ ანალოგს.
გაუმარჯოს ქართველ ქალებს,
ეშხიანებს და წარმტაცებს.

გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს,
გაუმარჯოს ქართველ ერს,
გაუმარჯოს უნეტარესს,
მისი ლოცვა გადაგვარჩენს.


***

თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს,
უსარულო ბილიკს და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზა აბნეულ მგზავრს...


***

მე ახლა მივხვდი, რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ,გევედრებით, დამალევინეთ,
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო
და სული შენი შევისუნთქო რუხი კვამლივით.


***

სავალ გზაზე სილამაზე
სანთელივით გენთოს
სულ სიკეთე გეთესოს და
სიყვარული გემკო

თმა და წვერი ბამბასავით
დაგფენოდეს თეთრად
სიცოცხლესთან სიმრავლესთან
სიხარულთან ერთად.


***

აქეთაც ქარაფებია... იქითაც ქარაფებია...

იცოცხლებ არაფერია...

მოკვდები არაფერია...

ჰოდა ეს იმ არაფერს გაუმარჯოს,

რომელიც  ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !!!


***

ყველა სევდიანს გაუმარჯოს, რადგან
სევდა სიყვარულის თანამგზავრია...


***

ქვეყნად მრავალი სიტყვა არსებობს გრძნობით აღსავსე
და ამ სიტყვების მნიშვნელობა მეტად დიდია,
ამ სიტყვებიდან მე ვაფასებ ერთადერთ სიტყვას ნეტას,
რომელიც ჩემი ცხოვრების ფრთშესხმულია.
ნეტას დაგილოცავთ მეგობრებო!!!


***

ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება სულ ქეიფში გავლიო.
ჩამოასხი!
სანამ ღვინო მწყურია,
ეს ცხოვრება მართლა საამურია...


***

გულს რომელსაც შეუძია ჩვენთვის სიკვდილი, მოდით იმ გულებს გაუმარჯოს.


***

მოდი ყველა ქართველს გაუმარჯოს! რომელიც საქართველოში ქართულ ოჯახში ქართულად აღზრდილა!... და დღეს სხვა ქვეყანაშია და საქართველოს ქართულს ქართულად ნატრობს! .... ემიგრანტებო თქვენ გაგიმარჯოთ!!!


***

ეს იმ სანთელს გაუმარჯოს, რომელიც იწვის და მაინც მლოცველს ელოდება.


***

ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ერთი, ხანაც ორი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია, უფალო?
- იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
- კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
- ეგ ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.
- და, მაინც მიგიტოვებივარ უფალო. სილას ზოგჯერ მარტოდმარტო მიუყვება კვალი ჩემი.
- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო. მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია. შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი...


***

მაღლა ღმერთს...მთაში სალოცავებს..ბარში ჩვენ და მიწაში წინაპრებს გაუმარჯოს...


***

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით, რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს, ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..


***

"ჩვილმა თვალები გაახილა და ორი ვარსკვლავი დაინახა და მერე, მთელი ცხოვრების მანძილზე,
უფრო მშვენიერი ვარსკვლავები არც ერთ ცაზე არ შეუმჩნევია". დედის თვალებს გაუმარჯოს.


***

"ამ სასმისით მსურს სამი დედის სადღეგრძელო შევსვა.
პირველი დედა - ქართლის დედა - რომელიც ამაყად თბილისს დაყურებს და სტუმარს ამცნობს, რომ მტერს მტრულად დავხვდებით და მოყვარეს - მოყვრულად.
მეორე დედა - ჩვენი მშობელი დედა - რომელმაც სიცოცხლეში მოგვავლინა,აღგვზარდა და ყველაზე ახლო არსებას წარმოადგენს ჩვენთვის.
მესამე დედა - ჩვენი შვილების დედა - რომელმაც ჩვენ შვილები უნდა გვაჩუქოს დააღზარდოს. განა ვის შეიძლება ვანდოთ ეს მისია თუ არა ჩვენ ყველაზე საყვარელ არსებას!


***

ღმერთმა ადამიანს 3 კიდობანი გამოატანა და გააფრთხილა: დედამიწამდე არ გახსნაო! სულმა წასძლია ადამიანს და ერთი გახსნა. ამოფრინდა იქიდან სიცოცხლე და გაუფრინდა... კიდევ წასძლია სულმა...ამოფრინდა იქიდან სიყვარული და გაუფრინდა! ჩამოიტანა 1 კიდობანი დედამიწაზე და გახსნა - ამოფრინდა იქიდან იმედი, გულში ჩაუფრინდა და დღემდე მასთან ცოცხლობს!


***

როდესაც ვინმე გკითხავს რაზე ფიქრობო, და შენ ეტყვი არაფერზეო, მოდი იმ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც სხვისთვის არაფერია და შენთვის ყველაფერი.

***

მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, "რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, შენთვის კი ყველაფერი.


***

ერთ ბრძენს უთქვამს "სიყვარულში ერთმანეთს იცნობენ, იმიტომ რომ ერთმანეთი უყვართ, ხოლო მეგობრობაში იმიტომ უყვართ ერთმანეთი, რომ ერთმანეთს იცნობენ. მაშ გაუმარჯოს იმათ ვინც ერთმანეთს იცნობს, ჩვენ გაგვიმარჯოს!


***

ძველთაგან სამი რაღაც აქვს საქართველოს და ქართველებს, პირველი ეს არის ჯვარი, მეორე ეს არის ხმალი და მესამე ეს არის ადამიანობა!! ჯვარი ეკლესიამ ჩაიბარა, ხმალი-ისტორიამ, ადამიანობა კი ვისურვებ, რომ ყველა ქართველმა ჩაიბაროს!! მოდით ამ ჭიქით ადამიანობას გაუმარჯოს!!

***

ეს გაუმარჯოს კლდეში გამოკვეთილ ხავსიან კედელს, ამ კედელზე დანთებულ წყვილ სანთელს, იმ სანთელზე დაღვრილ ცრემლებს და იმ ცრემლებში ჩაქსოვილ ნაღველს!!


***

გვსურს თუ არა გვსურს, ერთ დროს ყველა დავხუჭავთ თვალებს,
წავალთ ამ სოფლით და მოვიხდით ქვეყნიურ ვალებს.
დავლიოთ ერთად, მეგობრებო, დავლიოთ ერთად!
ამ ქვეყნად გვიან მოვედით და მივდივართ მალე.


***

მოდი ავავსოთ ჩვენი ჭიქები
მოვიხსენიოთ ჩვენი გმირები
ამ ქვეყანაზე დარჩათ ჩვილები
და მათ უწოდოთ გმირის შვილები


***

პატარას, თუ გნებავთ, წრუწუნასაც გაუმარჯოს, ოღონთ იქამდის სანამ ფქვილის ტომარის გახვრეტას ისწავლის…


***

ურასოდეს დავკარგავთ ერთმანეთს,
ეს დროთა ცვლა მოგონებად ვაქციოთ,
და როდესაც შევხვდებით ერთმანეთს,
მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ!


***

იმ სინანულს გაუმარჯოს, რაც გაგვიკეთებია და გვინანია,რაც არ გაგვიკეთებია და მაინც გვინანია და რაც უნდა გაგვეკეთებინა ის უკვე გვიანია..


***

დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცნია !!!


***

აი ამ ჭიქით იმ ვაჟკაცს გაუმარჯოს რომელზეც სიყვარულს უკბენია, ღამე დღედ უქცევია და ჩუმად, ქალზე უმღერია.


***

სავალ გზაზე სილამაზე
სანთელივით გენთოს
სულ სიკეთე გეთესოს და
სიყვარული გემკო

თმა და წვერი ბამბასავით
დაგფენოდეს თეთრად
სიცოცხლესთან სიმრავლესთან
სიხარულთან ერთად

ღმერთმა მოგცეს ჯანი მთელი
მხიარული გული
სილამაზე სიკეთე და
დიდი სიყვარული


***

შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი
ეს ხომ ძვირფასო დიდი მადლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქეთ, მეც შემიყვარდი
ამოგლეჯილი შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.


***

სამოთხეში გადასასვლელად ნემსის სიწვრილის ხიდია გადასალახი…ერთი მოხუცი ამ ხიდთან იდგა და გადასვლას ვერ ბედავდა…ამ დროს გამოიარა ერთმა მთვრალმა კაცმა და თავისუფლად გადავიდა…მოხუცმა უფალს მიმართა "მე არაფერი დამიშავებია, ერთი ღარიბი კაცი ვარ და ამ ხიდს ვერ გადავდივარ, ხოლო ის მთვრალი იყო და მაინც ასე თავისუფლად გადავიდაო”….ღმერთმა კი უპასუხა "ის რო სვამდა სუფრასთან ჩემი სადღეგრძელო თქვაო”…
ხო და მოდით ამ ჭიქით უფალი დავლოცოთ…


***

მინდა გისურვო ოცნების ახდენა, რასაც გისურვებ უთუოდ ახდება, არ გაიკვირვო საიდან რა ხდება, ლამაზი ოცნება ყოველთვის ახდება.


***

 ფლის კურთხევით დავლოცოთ
 იალით საქართველო,
 მ ჩვენს პატარა ქვეყანას
 ანგრით მივართვათ ლელო.
 დითგან მისი მშვენებით

 ური ახრჩობდა მტერს,
 ს ჩემი ქვეყნის ველები
 ონს უბნელებდა სხვებს.
 აი, რომ საქართველოთი
 წვოდა ჩვენი გული,
 უთისოფელს გვიმწარებდა
 ოველი უცხო რჯული.
 ხ, საქართველოვ
 ომი იყავ ჩვენი მარადის,
 სე ღმერთს შევსთხოვ კიდევ გნახოთ
 იკოფსიიდან დარუბანდამდის.  







კატეგორია: ლამაზი სადღეგრძელოები | დაამატა: ciklopi (12.აპრ.2013)
ნანახია: 39143 |
სულ კომენტარები: 1
1 )))))))))))  
0
კარგი სტატიაა

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024