კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » სუფრა » ლამაზი სადღეგრძელოები

სადღეგრძელოები 2


იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.


***

მე შენს სადღეგრძელოს ვიტყვი იმ ქორწილში, სადაც სუყველა იქნება ჩუმად ...
მე შენს სადღეგრძელოს ვიტყვი იმ ადგილას, სადაც მარტოობა იქნება მუდამ...
სხვაგან შენს სადღეგრძელოს ვერ ვიტყვი რადგან სხვისი სიხარული გქვია...
მე შენს სადღეგრძელოს ხალხში ვერ ვიტყვი, მე ხომ უთქმელობა მქვია!!!
მაგრამ დაგილოცავ შენს იმ მომავალს რასაც უბედობა ქვია ...
შენი თვალებისთვის ბევრჯერ სიმთვრალეში ჩუმად ჩაძინებულს ნაზად მიკოცნია.


***

ასწი! შეგერგოს
დედის რძესავით
და გულისათვის
დაგრჩეს მალამოდ!

შენ გენაცვალე!
კვლავ ძმობისათვის
ეს სადღეგრძელოც
შესვი, გაამოს


***

შეგვეწიოს ყოვლად წმინდა,
ხოტევი და ნიკორწმინდა,
ზემო ბარი, ქვემო ბარი
მრავალძარი და კვირიკეწმინდა,
აგარა და უყეშიო,
გმერთმა მოგვცეს ნუგეშიო
ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა გვიდღეგრძელოს
სტუმარი და მაინძელი
თოფი ლულა საკიდელი
ღვინო არ მაქვს საყიდელი
ორივე ხელუკას მოვკიდებ
რომ არ დამექცესაო
ცაში ღმერთს,მთაში სალოცავს
მიწაზე ჩვენ და მიწისქვეშ ჩვენ წინაპრებს გაუმარჯოთ.


***

ამ ჭიქით იმ დღეს იმ წამს იმ წუთს იმ ადგილს გაუმარჯოს სადაც ერთმანეთი ვნახეთ და სადაც ერთმანეთი გავიცანით და სადაც ერთმანეთი გულწრფელად შეგვიყვარდა ტველა შეყვარებულ ადამიანს გაუმარჯოს..... ცალმხრივსააც რომელიც უდიდეს ტკივილს ინახავს და ორმხრივსაც რომელიც უდიდეს სიხარულს გვანიჭებს..... ნამდვილს გულწრფერ სიყვარულს გაუმარჯოს რომელიც უფლის მიერ არის მონიჭებული...


***

იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიყვარულზეა შეყვარებული და უსიყვარულოდ დადის...


***

ეს იმ პატარა გულს გაუმარჯოს
უდიდესი ოცნების დატევა რომ შეუძლია
იმხელა ოცნების დედამიწას რო შემოუვლის
და უსასრულობაში გაიჭრება.


***

ეს იმ პირველ კოცნას უნდა გაუმარჯოს
მოულოდნელად სულს რო შეგიგუბებს,
მერე გონს მოსული ჩუმად რო ატირდები
და ცხელი ცრემლების დააყენებ გუბეს.
ეს იმ პირველ სიყვარულს უნდა გაუმარჯოს
მასზე გათენებულ გამეს რო დაიფიცებ,
ყოველთვის ეცდები მის გადავიწყებას
მაგრამ ვერასდროს რო ვერ დაივიწყებ.


***

თქვენი მიწის ნამცეცი ვარ
ნატეხი ვარ თქვენი ქვისა
თქვენი ღრუბლის ნაჯური ვარ
ლაჟვარდი ვარ თქვენი ცისა
თქვენი ვაზის ცრემლები ვარ
წვეთები ვარ თქვენი წყლისა
თქვენი ფიქრის ნაწილი ვარ
სიტყვები ვარ სტრიქონისა
ხან მწყემსი ვარ ხან მებაღე
ხან შეშლილი ხან მისანი
მაგრამ მაინც ჩემო ხალხნო
თქვენ ხართ ჩემი საფიცარი
მინდა ყველას შემოგევლოდ
ცისარტყელად დაგამშვენოდ
მერმე ჩემი დალოცვისთვის
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოდ.


***

დედა - ეს ორი სიტყვის მარცვალი
ისე სანუკვარ სიტყვად ვიცანი
რომელ სახელსაც მივუსადაგე
გახადა სათნო და საფიცარი
დედამიწა თუ დედასამშობლო
დედაბოძი თუ დედაქალაქი
გუთნის დედა თუ აზრების დედა
თუ დედულეთის ტკბილი ამაგი
სუყველა დედამ გაალამაზა
ვაჟკაციც დედით არის ძლიერი
სანამ დედა გყავს რა დაგაბერებს
სანამ დედა გყავს ხარ ბედნიერი
მინდა დავლოცო დედის ლოდინი
დედის გული და დედის თვალები
დედის კალთა და დედის სიმღერა
დედასტან ერთად ყველა ქალები
მინდა დავლოცო მინდა ვუსურვო
ჯამრთელობა და ტკბილი დედობა
ვისაც ეკუთვნიის ჩვენი ხელიდან
იმათ შენდობა.


***

მოდი ისეთ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ღირსი არ არის და უჭირს, და ისეთ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ვალდებული არ არის და დაეხმარება.


***

ეს იმ მამაკაცს გაუმარჯოს, გულში რომ ეტირება, სახე რომ უღიმის, სიყვარული რომ გაუფრინდება და მაინც იცინის!


***

იმ მამაკაცს გაუმარჯოს, ღვინო რომ უყვარს და ღვინოში არ გაგცვლის...ფული უყვარს და ფულში არ გაგცვლის ... ქალები უყვარს და სხვა ქალში არ გაგცვლის...


***

მე ვადღეგრძელებ ყველა მამაკაცს,
ვისაც თან დასდევს ცოლის სახება,
ვისთვისაც მისი მეუღლე არის
ყველა ღმერთი და ყველა ხატება.


***

თვალი ჭამს და თვალი სვამს
წინაპართა ნათქვამია
რასაც შენი თვალით ნახავ
ყველაფერი მართალია
თვალი არჩევს დღეს და ღამეს
თვალი ხედავს ტბაზე გედებს
თვალი გვართობს თვალი გვაკრთობს
ისევ თვალი გვიამებდეს
ყველაფერი თვალით ვნახე
ზღვისფერი და მაყვლის ფერი
სადღეგრძელო მაინც ვერ ვთქვი
მაგ თვალების შესაფერი
მთელი გრძნობით ვადღეგრძელებ
ალერსიან ლამაზ თვალებს
იმ თვალებსაც ვადღეგრძელებ
ვინც ჩუმ ჩუმად გვითვალთვალებს
რაც რომ მიზნად დაესახოთ
ნაღვლიანი არ გვენახოს
მომღიმარი დაგვენახოს.


***

დროის ნოყიერ დედამიწაზე
ვთესავ სიმართლეს–მტრებს ეხვევა გველეშაპებად.
ვთესავ სიამეს,ამოვიდეს,ამოჯეჯილდეს,
სივრცეებს გაწვდეს ყელი ყელზე გადაჭდობილი.
ვთესავ მხნეობას–უხილავი მშველის ძალები,
ვთესავ ია–ვარდს–იღებება ცა მეწამულით.
ყველაფერს კარგი ამინდი უდგას:
სიყვარულს უჭირს ამოსვლა ცოტა...
იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისაც ეიმედება
და ვინც ელოდება ამ სიყვარულს !


***

იმ მონატრებას გაუმარჯოს, რომელიც სიკვდილს განატრებინებს და სიკვდილის პირას მისული ბოლო სიტყვას კიდევ მასზე იტყვი!


***

გაუმარჯოს იმ ადამიანს, ვისაც დღეში ერთხელ მაინც გაახსენდები.


***

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და
ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი ...


***

მოდით იმ მონატრებას გაუმარჯოს, გვერდით რომ გეჯდეს და მაინც გენატრებოდეს!!!


***

მე შენს ოცნებას დავამყენი ოცნება ჩემი,
ნაჭრილობარზე დავადევი გულის ნაჭერი.
მერე ფიქრები მოვახვიე ნელ სინაზეთი,
ეწვეთებოდა ლაჟვარდების ცისფერი ზეთი.
მე ჩემს სიყვარულს სიყვარული ვუწოდე მყარი,
მაგრამ არ გაჩნდა კვირტი,რტოზე ამონაყარი.
შენს ოცნებაზე დავამყენი ოცნება ჩემი,
ნაჭრილობარზე დავადევი გულის ნაჭერი...
შენზე ფიქრებს და ოცნებას გაუმარჯოს!!!


***

ფიქრებს მიზნებს გაუმარჯოს)
თმა გამითეთრდა მთლიანად
ჭვერშიც გამიჩნდა ჭაღარა
სიბერემ თავის სტატუსი
ნელ-ნელა შემომაპარა
აღარ მიხდება ოხუნჯი
აღარც ბაზარი ქურდული
ახალგაზრდობის კარებზე
დაედო რკინის ურდული
მუხლებში ძალა დამაკლდა
თვალში დამაკლდა ნათელი
საქმე თმის ბეწვზე მეტი მაქვს
სათქმელი ასი ამდენი
სანატრი მხოლოდ ერთი მაქვს
ერთი და ბოლო სათქმელი
მუშტად შეკრული მენახოს
სუყველა კუთხის ქართველი
მენახოს ყველა ქართველი
მუხლმაგარი და ჯამრთელი
აენთოთ ერთი სანთელი
ჰყავდეთ თავისი მართველი
მტერს მტრულად დახვდნონ მოკეთეს
ერთად გაუღონ კარები
მერე ჩემს მიწას საფიცარს
სიმღერით მივებარები.


***

მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა შეგაჩეროს,
აგიხდეს თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი (კაცი) (ქალი) იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს
სადმე მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.


***

უფლის კურთხევით დავლოცოთ
ფიალით საქართველო,
ამ ჩვენს პატარა ქვეყანას
ლანგრით მივართვათ ლელო.
ოდითგან მისი მშვენებით
შური ახრჩობდა მტერს,
ეს ჩემი ქვეყნის ველები
გონს უბნელებდა სხვებს.
ვაი, რომ საქართველოთი
იწვოდა ჩვენი გული,
წუთისოფელს გვიმწარებდა
ყოველი უცხო რჯული.
ახ, საქართველოვ
ლომი იყავ ჩვენი მარადის,
ესე ღმერთს შევსთხოვ კიდევ გნახოთ
ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.


***

პურზე ღვინო დამიწვეთეთ, უფრო მისავალი არის
წინაპართა გახსენება ყველას წმინდა ვალი არის,
შვილიშვილი დასაფიცად ეკლესიის ზარი არის
თუ რამ ჩემში კარგი ნახოთ სულ იმათი ბრალი არის.
არასოდეს გიღალატებს მოქეიფე კაცის შვილი
ვერა ჰპოვებს მუხანათებს ალალ ლუკმით გამოზრდილი,
არასოდეს არ ბრმავდება მიღებული პურმარილით
სწორედ ასე დაბერდება მისი პირმშო, მისი შვილი.
ფულის მონა არ გახდება, დღეს მოგებულს დღესვე ხარჯავს
კეთილ საქმეს ენაცვლება მისი შრომა მისი გარჯა.
ჩამომისხით ბიჯო ღვინო თორემ გული დამეტანჯა
ერთდღეს ჩვენც ხომ გვახსენებენ გადვიქცევით
სუფრის ხარჯად.

სადღეგძელო ყველა კაცზე არ ითქმევა,
ცრემლი ყველა მიცვალებულს არ ეფრქვევა,
ყველას გამოწვდილი პური არ იჭმევა,
ყველას გამოწვდილი ღვინოც არ ილევა,
სათამადო ყველა კაცს ხო ვერ აირჩევ
ვინც ღვინოს სვავს სადღეგრძელო არ ელევა
ნასესხები სიტყვებით რო გადღეგრძელებს
იმ სუფრიდან ფხიზელიც რო გაიქცევა.
პურზე ღვინო დამიწვეთეთ უფრო მისავალი არის
წინაპართა გახსენება ყველას წმინდა ვალი არის
და თან მათი მადლი არის...


***

ასწი! შეგერგოს
დედის რძესავით
და გულისათვის
დაგრჩეს მალამოდ!

შენ გენაცვალე!
კვლავ ძმობისათვის
ეს სადღეგრძელოც
შესვი, გაამოს


***

ძმაკაცების სიყვარულში
სანთელივით დავდნები
აღელვებულ ზღვაში შევალ
შუა ცეცხლში ჩავდგები
ატამივით ავყვავდები
შაქარივით დავტკბები
ჩემს მეგობარს სისხლს ვაჩუქებ
ლუკმას გავუზიარებ
წყლულზე წამლად დავედები
მოუშუშებ იარებს
არაფერზე არ გავყიდი
არავის არ ვაჭიდებ
სადაც ენა მიმიწვდება
სულ ვაქებ და ვადიდებ
მერე ძმობას შევთავაზებ
დავუნათესავდები
ძმაკაცების კაცობაზე
მე ვიქნები თავდები
ძმაკაცების სადღეგრძელო
როცა შემოპრინდება
გული გამიხალისდება
სახე გამიბრწყინდება
სანატრელი სახეები
სანთელივით ინთება
ძმაკაცებთან ჩახუტება
უფრო მეტად მინდება
ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს
საძმაკაცოს დიდება.


***

მოდი, იმ სიმღერებს გაუმარჯოს,
რომელიც შენთვის მიმღერია!...
მოდი, იმ სტრიქონებს გაუმარჯოს,
რომელიც შენთვის მიწერია!...
მოდი იმ ღამეებს გაუმარჯოს,
რომელიც ერთად გვითევია!...
მოდი ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მთელ ქვეყანას მირჩევნია!..


***

სხივმა ჩახია ღრუბლის კარავი
და ცამ ცისაფრად გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა არავინ,
არასდიდებით არ გაიკარა.
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე ზღვაა და ვიდრე მდინარე,
სისხლთან ნაზავი ცრემლის წვეთია,
გაოფლილ მკერდზე ჩამომდინარე.
ბედს მიჯაჭვული ლპება ბორანი,
დღით დასიცხული ჭალა სისინებს,
ნამოსახლარზე ჯდება ყორანი
და თვალით თვალში მიყრის სიცივეს.
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე სიცოცხლე კაცის სამყოფი,
ცად ავარდნილი ხსოვნის სვეტია,
სამურზაყანოს სულის გამყოფი..
ტალღა ქვიშაზე იწყებს ხეტიალს,
აზალიები თვალებს კვესავენ,
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე გვგონია,თქვენი კვნესამე!
ცა ციცასავით მკლავზე დამიწვა,
დილამ ქოთქოთით გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა სხვა მიწა,
არასდიდებით არ გაიკარა.


***

ნეკნს გაუმარჯოს! იმ ნეკნს, რომელიც ყოველთვის გვტკივა და თან გვსიამოვნებს. იმ ნეკნს გაუმარჯოს, რომელიც გვაკლია და ყოველთვის ჩვენს გვერდითა. მანდილოსნებს გაგიმარჯოთ. სულ ლამაზები და გახარებულები გვენახეთ. ჩვენი გაძლება გქონოდეთ.


***

საქართველოს მიწას, მისგან ამოსულ ვაზს, ვაზისგან დაწურულ ღვინოს და ამ ღვინით დალეულ - საქართველოს სადღეგრძელოს გაუმარჯოს.

***

აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!


***

დედასთან უნდა ვადღეგრძელო დედა სამშობლო,
მამასთან ჩემი მამული და მადლი მდელოსი,
პაპასთან უნდა ვადღეგრძელო ძველი თბილისი და
შვილიშვილთან მომავალი საქართველოსი ...


***

იმასაც მოკლედ უვლია ვინც გრძლად გვეგონა იარა,
შუქს ბნელი შეშჭამს, ვარდს-ჭია, კაცის გულს-ავრის იარა.
მოვა სიკვდილი უჩინო ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა.
ჩვენს წუთისოფელს გაუმარჯოს ...


***

ჩვენ შეიძლება ბრძოლებში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს,
რადგან სიცოცხლე ასე ლამაზობს
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე.


***

როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ,
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე ...


***

დამისხით ღვინო დამალევინეთ რა მოხდა ამით,
წუთისოფელი სიხარულში მინდა გავლიო...
ჭიქა რა არის მომაწოდეთ; ამ სავსე ყანწით,
ჩვენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო...


***

ცისარტყელა აკისკისდა, მიებჯინა კლდეს,...
თოლიები ზღვისნაპირზე ნაზად კრავენ წრეს,...
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს,...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!


***

რამდენი ფოთოლიც დაცვივა, ბებერი ჭადრის ხეს,
რამდენი იაც ამოვა, გაზაფხულის თვეს,
რამდენი ფიფქიც დაადნება კავკასიონის მთებს,
დაესწარი იმდენ "დაბადების დღეს".


***

გაუმარჯოს მას ვინც მაღლიდან ლოცულობს ჩვენთვის, მას ვინც წვიმად გვევლინება ფოთოლცვენასავით იჭრება ჩვენში ყველა წასულების ცოცხლად წარმოსახვას გაუმარჯოს.


***

საქართველოში ლამაზს რა დალევს,
ლამაზი ქალი ქვეყნის თვალია,
ყველაზე კარგი და საოცარი
საქართველოში მაინც ქალია!
ქართველ ქალებში ლამაზს რა დალევს,
მათში ლამაზი მჯობნის მჯობნია,
შენ გაგიმარჯოს ლამაზო ქალო,
შენთვის ვერავის ვერ უჯობნია.


***

იმ ქალს გაუმარჯოს, რომელიც კაცს გაჭირვებაში მხარში დაუდგება, ფეხს არ დააჭერს და უფრო არ ჩაძირავს.


***

ქალი ეულია, თუმცა რჩეულია,
მხოლოდ სხეულია?
ქალი გრძნეულია…
ფიქრად ქცეულია,
სითბოდ ქცეულია,
ძალად ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც ეულია...


***

ქართველი ქალი ღვინოს გავს: მასავით სურნელოვანი, ანკარა და მათრობელაა, ამიტომაც ქალის სიყვარულისგან უარყოფილი მამაკაცი ღვინოს მიეძალება ხოლმე...


***

ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყველანაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებლიე ღალატიც, მაგრამ მარტოობასა და გულცივობას ვერ იტანს
მარტოობის წლები მკერდზე დააჩნდება ღარებად
შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დაჭკნება.
ქალი? - ქალი არ დატოვოთ სანამ ქვეყნად არსებობთ.


***

იმ უცნობ ქალს გაუმარჯოს, რომელიც უცბად მოვა და სულ შეგიცვლის ცხოვრებას.


კატეგორია: ლამაზი სადღეგრძელოები | დაამატა: ciklopi (12.აპრ.2013)
ნანახია: 45191 |
სულ კომენტარები: 1
1 data  
0
gtxovt shemodgomaze dadet sadgegrdzelo ra PLZZZ

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024