კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » აფორიზმები » ბრძნული გამონათქვამები 1

ბრძნული გამონათქვამები


inkwell1 inkwell2


"ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”

"ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” - გოეთე

"ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” - სოკრატე

"ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” - აგატა კრისტი

"მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” - გაბრიელ გარსია მარკესი.

"ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” – ბაირონი

"ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა” – სტენდალი

ნუ ტირი! იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ რომ ეს იყო…

"ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები”

"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია…”

"ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე…”

"ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს…”

"სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა…”

"ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ” – ტოლსტოი

"მეგობარი არასდროს გეტყვის "ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…” – უენდი ჯინ სმიტი

"სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე” – ციცერონი

"ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა” - ეპიკურე

მეგობრობა უსარგებლოა მსგავსად ფილოსოფიის, მსგავსად ხელოვნების…

"მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს” – კ.ს. ლიუისი

"მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს” – ჯოზეფ ედისონი

"ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” – ეთელ უორტს მამფორდი

"იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე

"თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა "ხვალ” უადგილოა” – ჯორჯ ჰერბერტი

"ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი

"როგორც ჩანს ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი რომ მეგობრებს გაუნაწილო” – ჟან რასინი

"თუ არ გსურს უარი მოისმინო, ნურაფერს ითხოვ…” – ჯონ დრაიდენი

"ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო” – ერნესტ ჰემინგუეი

"მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის. ”

"კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს” – ტოლსტოი

"კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია” - ჩეხოვი

"ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს….” - როლანი

"საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს….” – დემოკრიტე

"სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა” – სოლონი

"ნამდვილი შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება” – კონფუცი

"ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება ჩემი მტერია…” – პეტრე პერველი

"ადამიანს,რომელიც წესად მიიჩნევს,აკეთოს მხოლოდ ის,რაც მას სურს,დიდხანს არ გაჰყვება სურვილი,აკეთოს,ის, რასაც აკეთებს” – ვოლტერი

"შური ბედნიერთა მტერია” – ეპიკტეტი

"ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია” – პითაგორა

"ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია” – შექსპირი

"გაზიარებული სიხარული ერთიორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება ერთიორად ნაკლები მწუხარება…” - ტობენი

"ყველაზე ძნელი და უწყალო მარტოობა გულის მარტოობაა” – ბუასტი

"ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

"ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს” – ბერნე

"ისტორია რომანია რომელსაც უჯერებენ ხოლმე რომანი კი ისტორიაა,რომელსაც არ უჯერებენ” – ბალზაკი

"როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ,შეწყვიტე კამათი,რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ,უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი” – გოეთე

"ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა,ყველაზე ადვილი სხვებისთვის რჩევის მიცემა” – თალესი

"სინანული არის დიდი წუხილი, იმის გამო, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ” – ებნერ-ეშენბახი

"მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები” – ტოლსტოი

"ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” - როკფელერი

"ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…” - ოშო

"ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”

"სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია” – ფრანკლინი
"უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი” – შექსპირი

"წახვალ… და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები… და მერე ჩურჩულით იტყვი "მიყვარდა” მაშინ გკითხავენ "რატომ დაშორდთ?” გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი "ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”
პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო. – დენი დიდრო.


რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები. – ლუი პასტერი

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან. – ნოდარ დუმბაძე

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. – ნოდარ დუმბაძე
ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ. – ილია ჭავჭავაძე
შიშველი მოველ ამ ქვეყნად და შიშველივე მივიქცევი. – სერვანტესი

ვინც თავს იკლავს, თავისივე წარმოდგენილი საკუთარი ხატის მოკვლა სურს: თავს იკლავენ მხოლოდ იმისთვის, რათა იცოცხლონ. – მალრო
ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას, ყველფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება. – მარკესი

ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი. – პითაგორა

ისტორია სამხატვრო გალერეაა, სადაც ცოტა ორიგინალებია და ბევრი ასლები. – ტოკვილი

დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება. – რომენ როლანი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო. – ლაიბნიცი

ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. – მარკესი

მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს რომ, მას მთელი გულით არ უყვარხარ! – მარკესი
შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. – მარკესი

არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს. – მარკესი

აჩუქეთ მას მეთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ. – ფალკენარი

ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით. არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო. – ჰემინგუეი

სულელი ყოველთვის მოძებნის მასზე უფრო სულელს, რომელსაც გააკვირვებს. – ბუალო

სისრულე ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომაც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად. -ავრელიუსი

შეუნდე შენ მტერს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მისი არსებობა. კენედი

რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ. – დოსტოევსკი

ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთი სიბრტყეში უცქირო… ადამიანს, ისევე როგორც ქანდაკებას, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იყურება. – შექსპირი

თუ გიყვარს, თუ ლოცულობ და თუ იტანჯები დიდი ადამიანი ხარ. – შექსპირი

ნუ იქნები რელიგიური, იყავი რელიგია. – ოშო

შევეცადოთ ისე ვიცხოვროთ რომ როდესაც მოვკვდებით მესაფლავემაც დაგვიტიროს. – მარკ ტვენი

განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის. – ჯონ ლოკი

ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს. – ლეონარდო და ვინჩი

მომავლის არქიტექტორი ბუნების იმიტაციით შექმნის, ვინაიდან ეს არის ყველაზე რაციონალური, ხანგრძლივი და ეკონომიური ყველა მეთოდთაგან. – ანტონიო გაუდი

გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა. – ბერნარდ შოუ

სიკვდილი ადამიანად არ ყოფნის სევდაა. – ჩოხელი

მე ფარდის იქეთ ხილული ვარ, აქეთ – ფარული. – ავიცენა

ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ. – ჰაინე

ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. – ჰ.ლობერგერი

პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება. – ბალზაკი

ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს. – ბელინსკი

ქალები იმ ადამიანებს უჯერებენ, რომლებიც თავიანთ ფრაზებს სიტყვა "სიყვარულით” ავსებენ. – ბალზაკი

ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი – გულს, პირველი – ლამაზი ნივთია, მეორე – საუნჯე. – ნაპოლეონი







კატეგორია: ბრძნული გამონათქვამები 1 | დაამატა: ciklopi (09.აპრ.2013)
ნანახია: 10395 |
სულ კომენტარები: 1
1 გიორგი  
0
ვერავითარი თავის მოკატუნება ვერ დამალავს სიყვარულს,თუ ის არსებობს

სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024