კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ანდაზები » არაბული ანდაზები

არაბული ანდაზები



არასწორად გაგებულ შეკითხვას არასწორად უპასუხებენ.

ბ 

ბევრი გზაა, რომელისაც გულთან არ მივყავართ.

გ 

გაბრაზება იწყება სიგიჟით და მთავრდება სინანულით.

გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.


ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერ.


ვენახი გაყიდა და საწნახელი იყიდაო.


თვალი წარბებზე მაღლა ვერასდროს აღმოჩნდება.

თუკი ლომმა თავისი ეშვები გამოაჩინა, ნუ ჩათვლი, რომ შენ გიცინის.


ის, ვინც სხვებს დაუქცევს წყალს, თავადვე დალევს უკანასკნელი.

ის შეიცნობს ღმერთს ყველაზე უკეთ, ვინც ღვითისგან მხოლოდ ბოძებულს დასჯერდება.

ისეთი ძმა უნდა გყავდეს, რომლის გარეშეც შენ იმ ჯარისკაცის მსგავსი იქები, რომლიც ომში უიარაღოდ მიიჩქარის.

იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.


კოღოს შეუძლია ლომს თვალიდან სისხლი ადინოს.


მანამ უნდა გამოჭედო რკინა, სანამ ცხელია.

მიეცი მეგობრებს შენი სისხლი და ფული.

მოერიდე იდიოტს, ის ძველ კაბასავითაა- რამდენჯერაც არ უნდა დაკემსო, ქარო მაინც ისევე გახევს.

მსახური, რომელიც ერთდროულად ორ ბატონს მსახურებს, ორივე მათგანს ეთვალთმაქცება.


ნემსივით, რომელიც მოსავს სხვებს, მაშინ, როცა თავადაც შიშველია.

ნუ სთხოვ მომღერალს იმღეროს, სანამ თავად არ მოესურვება სიმღერა.


რაც უფრო მოგემატება ჭკუა, მით ნაკლებს ილაპარაკებ.

რელიგია რომ არა, ხალხი ერთმანეთს ამოჟლეტდა.

როცა კამათი უაზროა, საუკეთესო რიტორიკა დუმილია.


სიბრიყვე დაავადებაა, რომელისაც არც ერთი წამალი არ შველის.

სჯობს ღირსეულად შეეგებო სიკვდილს, ვიდრე ლაჩარივით გაექცე.


ტირანის სახლი ნანგრევებშია.


უმეცარია, ვინც ფეხქვეშ ეგება მეფეებს,ხოლო მეგობრებს- გულს სტკენს.

უფრთხილდი შენ მტრებს ერთგზის ხოლო მეგობრებს- მრავალგზის, რადგანაც მეგობარმა უკეთესად იცის, როგორ მოგაყენოს ზიანი.


ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.


ყველა ჩვენგანი თანასწორი, ისივე, როგორც სავარცხლის კბილები.


შეინახე შენი თეთრი მონეტა შავი დღისათვის.

შენი სახლი ყოველთვის ბარაქით სავსე იქნება, თუკი მოწყალებას გასცემ.


ცდა არ დააკლო, რომ გაათხოვო შენი ასული, მაგრამ მაინდამაინც ნუ ეცდები დანიშნო შენი ვაჟი.

ცეცხლი საკუთარ თავს ამოწვავს, თუკი ვერაფერს იპოვის დასაწვავად.

ცხენი ყველაზე უკეთ იცნობს თავის მხედარს.


წარმატების საიდუმლო: იარე წინ.


ხალხი არ უხდის მადლობას მას, ვინც არ არის ღმერთის მადლობელი.

ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს.

ხელში მოქცეული ერთი ჩიტი ხეზე მჯდომ ათ ჩიტს სჯობს.







კატეგორია: არაბული ანდაზები | დაამატა: ciklopi (07.აპრ.2013)
ნანახია: 3755
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024