ფსალმუნი 080 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 080
ფსალმუნი 80

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა.

1

დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი

2უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.2უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა.
3ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.3აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა
4დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.4დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.
5რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.5რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.
6დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.6წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა;
7მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.7განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა.
8გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.8ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
9ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.9ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ ჩემი,
10არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.10

არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.

11

მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.

11რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.
12არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.12და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე არა მერჩდა.
13და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.13და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.
14ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.14უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო,
15მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.15ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი.
16უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.16მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი საუკუნოდ.
17გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.17და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდება.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 209
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016