კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » სუფრა » ლამაზი სადღეგრძელოები

სადღეგრძელოები
 
 
 

,,იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის.
იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დადნება და მაინც მოდის ციდან.
იმ, ვარდს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ დაჟკნება და მაინც ხარობს…
და იმ ბულბულს გაუმარჯოს!
რომ იცის რომ მოკვდება და მაინც გალობს….
მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს!..’’ 


*** 

იმ სიყვარულს გაუმაჯოს, წარსულის გახსენება რომ არ სჭირდება და ცხოვრების ბოლომდე რომ გამოგყვება!


***

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელსახ უყვარს, ვერაფრით უთქვამს - უფლება არ აქვს, იცის მისი არასდროს გახდება და... მაინც რომ უყვარს...


***

,,ცრემლს, თვალზე მომდგარს, გაუმარჯოს!
ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს.
სიყვარულს, უთქმელს, გაუმარჯოს!
თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს.
გრძნობას, დიდებულს, გაუმარჯოს!
რომ ვერ გაუბედავ ახსნას.
მტირალა კაცს გაუმარჯოს!
ცრემლი რომ დაახრჩობს ვაჟკაცს.
გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს!
დატანჯულ სიყვარულს მარადს!


***

,,წამიერ მზერაში გატარებულ ალერსს,
უცაბედად შეხვედრისას ათრთოლებულ გულს და
განშორებისას ამოხეთქილ ოხვრასა და წუხილს გაუმარჯოს!’’


***

,,მოდით,იმ უცნაურ მიზეზებს გაუმარჯოს,
ჩვენი გონების განუკითხავად
ხიზანივით რომ გვახეტიალებს უცხო ქუჩებში!
და გაუმარჯოს იმ ღრმა ტკივილებს,
რასაც ვესწრაფვით და ვეურჩებით.
მოდით,ამქვეყნად
ლამაზ მიზეზებს გაუმარჯოს!


***

სავალ გზაზე სილამაზე
სანთელივით გენთოს
სულ სიკეთე გეთესოს და
სიყვარული გემკო

თმა და წვერი ბამბასავით
დაგფენოდეს თეთრად
სიცოცხლესთან სიმრავლესთან
სიხარულთან ერთად


***

ვისაც წყალი არ დაულევია იმისთვის წყალი უბრალოდ უფერული სითხეა,
ვისაც არ ჰყვარებია იმას - არც უმღერია,
ვისაც არ სტკენია მას - სიხარულის გაგება გაუჭირდება,
ვინც არ მომკვდარა მან - სიცოცხლის ფასი არ იცის.
მოდით ჩვენ შეუფასებელ სიცოცხლეს გაუმარჯოს...


***

,,როგორ მიყვარს ეს სამოთხის დიდი ბაღი…
ჩემი დედა, ჩემი მზე და იალაღი,
რამდენი მაქვს დასაწერი სასიმღერო,
რა ჩააქრობს სიყვარულის დიად კოცონს?
ჩემი დედა-ჩემი ტკბილი საქართველო, დაილოცოს!
როგორ მიყვარს ეს ლომგულის საბუდარი,
ჩემო ჩანგო, სასიმღერო დაუკარი,
და თუ ვინმემ ვერ გამიგოს ეს სიმღერა,
ან ეს ჩემი სიყვარული გაიოცოს,
უთხარით რომ საქართველომ ამამღერა… დაილოცოს!’’


***

,,ქართველებითავის ქვეყანას ღმერთისგან ბოძებულს უწოდებენ. ქართული ლეგენდის თანახმად,ღმერთმა მსოფლიოს ხალხებს მიწები გაუნაწილა. ქართველებს დააგვიანდათ დაუფალთან მაშინ გამოცხადდნენ, როცა მიწები განაწილებული იყო. მათ კიგულწრფელად აღიარეს, რომ ქეიფობდნენ და ღვთის სადღეგრძელოს სვამდნენ.ღმერთი აღფრთოვანდა და ქართველებს სამოთხის ნაწილი უბოძა. მას შემდეგხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ ქართველების ბრალია ღმერთს დედამიწაზესაცხოვრებელი კუთხე რომ აღარ დარჩა და იძულებული გახდა, ზეცაში ასულიყოო. მოდით,ამ სასმისით ჩვენ–ქართველებს გაგვიმარჯოს!’’


***

ეს, იმ მთებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სიმაღლეში ეჯიბრებიან. ეს, იმ მდინარეებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებიან.
ეს იმ ლამაზ გოგო-ბიჭებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მთები პატარა მტვრის გორაკების სახითაა წარმოდგენილი, ქარის დაბერვა და მტვრად იქცევა.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მდინარეები პატარა რუ-ნაკადულის სახითაა წარმოდგენილი,
მზე სხივებსს დააჭერს და ამოშრება.
ჩვენ, საქართველოში,
მთებიც გვაქვს, მდინარეებიც, ლამაზი გოგო-ბიჭებიც და რაც მთავარია ღვთისაგან
დალოცვილი ქვეყანაა.
მოდით, საქართველოს გაუმარჯოს!’’


***

ჩვენს ლამაზ სამშობლოს

საქართველოს გაუმარჯოს.

საქართველოში სალოცავებს

გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს

გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ

სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ

დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში

ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ

ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და

წმინდა გრძნობას სიყვარულს,

სიყვარულს გაუმარჯოს!!!

დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,

დაკარგულ სევდას და ცრემლს,

ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,

ყველაზე მოწყენილ დღეს,

თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს

უფსკრულს,ბილიკსა და გზას,

ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,

ყველა გზააბნეულ მგზავრს,

ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,

ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,

ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,

ყველაზე დაჩაგრულ გულს,

ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,

ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,

ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის

მადლი მოვახსენოთ ღმერთს.


***

დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..
-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც
ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან..
შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,
მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,
-ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,
დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი.


***

გაუმარჯოს ქართულ ვაზს,
ბევრი ჭირის გადამტანს,
გაუმარჯოს ვაზის წვენს,
ის ამაგრებს ქართულ გენს,
გაუმარჯოს ქართულ სულს,
ტრადიციებს არნახულს,
გაუმარჯოს ქართულ სუფრას,
სუერის თავში მუდამ მჯდომს,
დამერწმუნეთ მსოფლიოში,
ვერსად ვნახავთ ანალოგს.
გაუმარჯოს ქართველ ქალებს,
ეშხიანებს და წარმტაცებს.
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს,
გაუმარჯოს ქართველ ერს,
გაუმარჯოს უნეტარესს,
მისი ლოცვა გადაგვარჩენს.


***

მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი,
როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი.
ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი,
მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.
ეს ბილიკები, საით წაგვიყვანს???
სალოცავისკენ ნეტავ მიგვიყვანს???
თუ გულით გვწამს და გონებაც ილტვის,
ყველა ბილიკი, უფლისკენ მიდის.
კვლავ ვადღეგრძელოთ სალოცავები,
სულ გვიფარავდეს, ჩვენ წმინდანები,
დიდება სამშობლოს, დიდება გენს,
დიდება ქართველებს და მაღალ ღმერთს.


***

ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, ენაზე მეტად რომ მეტყველებენ.


***

ეს იმ თვალებს გაუმარჯოს! რომელიც შემოგხედავს, თქმით არაფერს არ გეტყვის და წამის მარადიულობას განატრებინებს.


***

მოდით...
იმ გაზაფხულს გაუმარჯოს,
სურნელი, რომ ასდის,
სიყვარულის და ქალის...

მოდით...
ყველა, იმ ჯენტლმენს გაუმარჯოს,
ვისაც ნიჭი აქვს,
ასეთი გაზაფხულის აღქმის...


***

ეს სადღეგრძელო ძმებო,

შევსვათ ქართველი ხალხის,

ვინც ხალხთა ძმობის

და ერთობის დროშას არ დახრის...


***

იმ სილამაზეს გაუმარჯოს სიბნელეშიც რომ ხედავ და მოლანდება რეალობა რომ გგონია, და დარჩენილ სიცოცხლეს, რომ დაუფიქრებლად გაიმეტებ მისთვის, მანდილოსნებს გაუმარჯოს


***

ღმერთმა 2 თვალი, 2 ყური, 1 ცხვირი და ნახევარი გული გვარგუნა, და იმას გაუმარჯოს ვინც იმ ნახევარს შეგვივსებს.


***

ეს იმ თვალებს გაუმარჯოს რო შეგხვედრია, შეგყვარებია, დაგიკარგავს და გინანია.


***

ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელიც შემოგხედავს, თქმით არაფერს გეტყვის და წამით მარადიულობას განატრებინებს.


***
 
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ფრენას რომ ისწავლის, მზესთან მივა, სხივებს შეაგროვებს და თაიგულს გააკეთებს საყვარელი ადამიანისთვის.


***

ს იმ სიყვარულს გაუმარჯოს მასზე დანთებულ ღამეს რომ დაიფიცებ,
ბევრჯერ ეცდები მის დავიწყებას, მაგრამ ვერასდროს ვერ დაივიწყებ.


***

მოდით სამ გულს გაუმარჯოს: ხელის გულს, რომლითაც ჩვენ ჩვენს გულისწორებს ხელით ვატარებთ; ფეხის გულს, რომელმაც საყვარელ ადამიანთან მიგვიყვანა; და იმ გულს, რომელშიც დაიბადა და მუდამ იცხოვრებს სიყვარული!!!


***

იმ უთქმელ გრძნობას გაუმარჯოს, რომელსაც თქმა არასოდეს უწერია...
 

***

ეს იმ ორ მტრედს გაუმარჯოს, ხეზე რომ ზიან და ქარს ელოდებიან, იქნებ ერთმანეთს შეგვაჯახოსო.


***

დაუმთავრებელ წიგნს, აუნთებელ სანთელს და აუხსნელ სიყვარულს გაუმარჯოს.


***

ეს იმ პატარა გულს გაუმარჯოს, უდიდესი ოცნებების დატევა რომ შეუძლია, იმხელა ოცნებების მთელ დედამიწას რომ შემოუვლის და უსასრულობაში გაიჭრება. 
 

***

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,
მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ.
***
ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს, ტკივილს, ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
- ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრთოლვას და უძილობას
მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას
და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას.
- გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს
სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს,
- სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს,
- ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს,
-თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს
ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან,
-ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს
უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს...


***

მზე რომ დახატო თბილი უნდა იყო, თბილი რომ იყო ვიღაცამ უნდა გაგათბოს, რომ გაგათბოს უნდა უყვარდე, რომ უყვარდე უნდა დაიმსახურო. მოდით ამ სითბოს სიყვარულს დამსახურებას და ღირსებას გაუმარჯოს.


***

"ერთხელ დედამიწაზე ანგელოზი ჩამოფრინდა და დაინახა ხელჩაკიდებული გოგო და ბიჭი: ამას მეგობრობა უწოდა... მეორედ რომ ჩამოვიდა დაინახა გოგო და ბიჭი ჩურჩულებდნენ: ამას ერთგულება უწოდა... ხოლო მესამედ რომ ჩამოვიდა დაინახა ორი საფლავის ქვა გვერდიგვერდ: ამას მარადისობა უწოდა".


***

სიყვარული ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე? ..... მეგობრობა პასუხობს: იმიტომ, რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს...


***

თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია.


***

იმ ერთ წუთს გაუმარჯოს, იმ ერთ ულამაზეს წუთს მთელი ცხოვრების სამყოფ სიყვარულს და ბედნიერებას რომ მოიცავს.


***

ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც პირველს დაგავიწყებს.


***

ეს არის ქალის, ზოგადად სილამაზის სადღერძელო...  დამერწმუნებით ალბათ რომ, მცენარეებში ყველაზე ლამაზი არის ვარდი, ცხოველებში კი ლამაზს გამოვარჩევთ ცხენს "თეთრ რაშს", ადამიანში კი რა თქმა უნდა ქალი...  მოდით გაუმარჯოს ცხენზე ამხედრებულ ქალს, რომელსაც ვარდი უჭირავს ხელში...


***

ღვინოს ვსვამ და მე კი მაინც არ ვთვრები,
გულს ვიკლავ და მეკი მაინც არ ვკვდები
დარდი მჭამს და მე კი მაინც ვხალისობ
სხვა კი იტყვის ჩემზე - "ავად არისო".

სხვამ რა იცის რად არ ვთვრები, რა არ მკლავს,
იქნებ იმას გულის დარდიც არა ჰყავს,
მე რად ვუძლებ თუ გაძლება ძნელია.
ის სხვა იტყვის: - "წავა, არაფერია"

თურმე ხალხო მე ეს დარდი მახარებს
ვეღარ ვიგებ სად წავიდე, რა მხარეს
ღვინის დოქსაც ვნახავ გამოცლილია
სიყვარულში ისიც გამოცდილია.


***

შენი თამადობით
ყველა იმ წმინდა სანთელს გაუმარჯოს,
რომელიც მიტოვებულ ტაძარში
ობლად ანთია და უცეცხლოდ იწვის ...


***

ალავერდს ვთხოვ დაგიფაროს,
ბეთანია გწყალობდეს...!
ნიკორწმინდამ ჩაგიხუტოს,
გელათი კი გყვარობდეს...!
შენთვის წვიმამ გადაიღოს,
ნუში მუდამ ყვაოდეს...!
ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს,
სიყვარილით ხარობდე...


***

მოდი ამ ჭიქით ოჯახს გაუმარჯოს!
ოჯახს რომელიც სულ გვერდში გიდგას
წაიქცევი და ასაყენებლად რომ მოვა
უკან გადაიხრები და როგორც კედელი ისე დაგიდგება
გაჭირვებაში შენ გვერდით როა
სიკეთეა და შენ გვერდითაა
ოჯახს გაუმარჯოს.


***

იმ ფიქრს გაუმარჯოს და ცრემლიან თვალებს,
რომელიც აჩრდილად სულ სხვას დაჰყვება,
ყველას გაუმარჯოს,ჩვენს სიმპატიებს
რომელთა გულებიც ჩვენთვის დადნება.
მაშ,მოდით ამ ჩიქით მათ გაუმარჯოს
ვისი გულებიც დაკარგულია,
ვისაც ერთი უყვარს ამ ქვეყანაზე,
ვინც რომ გულწრფელი შეყვარებულია.


***

მეგობრობა ვაზის ძირია გაუხმობელი, მეგობრობა სანთელია ჩაუქრობელი მაშ გაუმარჯოს მას ვინც მეგობარია, ვინც მეგობრისთვის გასაჭირში ნატვრის თვალია.


***

ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული, ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული სხვებისთვის მარგალიტი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები მწუხარებით არასდროს შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს


***

მაშ გაუმარჯოს მეგობრობას,
გულო ფრთიანდი!!!
მარადი იყოს მეგობრობის
დროშა-დიადი.
შენ გაგვიმარჯვე,დაგვილოცე,
ამინ !უფალო,
მგობრის "ხატი”,
გული გულთან, სული სულთანო


***

კაცი კვდებოდა და ანგელოზს სიცოცხლე სთხოვა, ანგელოზი გამოეცხადა და ხელისგულით თხილი გაუწოდა, რამდენი თხილიც აქ არის იმდენ სიცოცხლეს მოგცემო. კაცმა უარი თქვა ბევრიაო, მაშინ ანგელოზმა კაკლის გული გაუწოდა, კაცმა ესეც ბევრიაო. მაშინ ანგელოზმა უთხრა, არც მეტი არც ნაკლები, რამდენი მეგობარიც გყავს იმდენ სიცოცხლეს მოგცემო.მაშინ კაცი დაღონდა, რადგან იცოდა მისი სიკვდილი ახლოს იყო, მას არცერთი მეგობარი არ ყავდა.


***

თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯანმრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე.


***

იყო ორი ძმაკაცი და უყვარდათ ერთი გოგო, ამ გოგომ უთხრა ამ ორ ძმაკაცს ვინც მყინვარზე ავა და სამი დღე-ღამე გაძლებს მისი შეყვარებული გავხდებიოო.. ერთი ძმაკაცი წავიდა მყინვარზე და პირველ დღეს რომ შესცივდა დაინახა ცეცხლი და გათბა, მეორე დღესაც დახვდა ცეცხლი და გათბა, ასევე მესამე დღესაც დახვდა ცეცხლი და გათბა. ჩამოვიდა და გოგოს უთხრა, გავძელი სამი დღე და მე უნდა გავხდე შენი შეყვარებულიო, ამ გოგომ თანხმობა მისცა.შემდეგ ამ ბიჭმა კითხა გოგოს თუ სად იყო მისი დძმაკაცი, გოგომ უპასუხა: შენ პირველ დღეს რო შეგცივდა შენმა ძმაკაცმა შეშა მოაგროვა და ცეცხლი დაგინთო. მეორე დღეს შეშა რო ვეღარ ნახა ტანსაცმელი გაიხადა და ცეცხლი დაანთო, მესამე დღეს კი როდესაც ვეღარც შეშა იშოვა და აღარც ტანსაცმელი ქონდა, თავი დაიწვა. მოდით ისეთ ძმაკაცს გაუმარჯოს, ძმაკაცისთვის თავს რომ გაწირავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: ლამაზი სადღეგრძელოები | დაამატა: ciklopi (12.აპრ.2013)
ნანახია: 5699
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017