კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 070
ფსალმუნი 70

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.

1

ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი ებრაელთა შორის

2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.2შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.3მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
4ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.4ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა;
5რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.5რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან.
6შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.6შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის.
7საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.7ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
8ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.8აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.9ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
10რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.10რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად.
11და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.11და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა.
12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.12ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
13

დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.

13

ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს.

14ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;14ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.15პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა.
16შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.16შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსა.
17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.17ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა.
18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.18და მიმჴცოვნებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა;
19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?19ძლიერებაჲ შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.20რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.
21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.21განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე.
22მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.22და რამეთუ მეცა აღგიარო შენ, ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისათა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაჱლისაო.
23იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.23იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ.
24ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.24უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 510
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017