ფსალმუნი 073 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 073
ფსალმუნი 73

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?

1

რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.

2გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,2მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.3აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
4შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.4და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,
5ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.5დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა
6და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.6დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.7დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.
8თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.8თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
9ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?9რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.
10

ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?

10ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
11რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.11რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
12ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.12ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.
13

შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.

13

შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.

14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.14შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.15შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.16შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.17შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.18ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.
19მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.19ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
20მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.20მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.
21ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.21ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
22აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.22აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.23ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 118
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016