კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 062
ფსალმუნი 62

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.

1

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

2ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.2ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი
3ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.3ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, და უგზოსა და ურწყულსა? ესრეთ წმიდასა შინა გეჩუევნო შენ, რათა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
4რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.4რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
5ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.5ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.
6ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.6ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
7როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.7უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;
8რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.8რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
9შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.9მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენა შენი.
10ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.10ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
11მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.11მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
12მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.12ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუესა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 520
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017