კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია

მასალების განყოფილებაში: 176
ნაჩვენებია მასალა: 121-140
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 »

ფსალმუნი 34

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.

1

საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;

2მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.2აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.
3იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ".3განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.
4შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.4ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
5შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.5იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ;
6იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.6იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.
7რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.7რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
8და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;8ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ.
9ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.9ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.10ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
ფსალმუნის სრულად ნახვა







ფსალმუნები | ნანახია: 1341 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 33

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა.

1

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა

2განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.2ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.
3უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.3უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.
4ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.4განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
5მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.5გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.
6მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.6მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.
7აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.7მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.
8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.
9განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.9განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
10მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.10გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
11ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.11მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
12მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.12მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.
13

ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?

13

ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

14შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.14დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
15ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.15მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
16უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.16თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
17პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.17პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.
18მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.18ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.
19ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.19მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
20მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.20მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.
21ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.21დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
22მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.22სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.
23იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.23იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება






ფსალმუნები | ნანახია: 1707 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 32

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

1

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.

2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.2აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.3აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.4რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.5უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.6სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.
7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.7შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.8ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.
9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.9რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.10უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;
11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.11ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.
12

ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.

12

ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.

13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.13ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;
14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.14განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
15მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.15რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.
16მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.16არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.
17უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.17ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;18აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,
19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.19ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
20ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.20ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;
21რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.21რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
22იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.22იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.






ფსალმუნები | ნანახია: 1316 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 31

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.

1

ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.

2ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.2ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.
3როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.3რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.4რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
5ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.5ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.
6ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.6ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.
7შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს.სელა.7შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.
8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.8გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
9ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.9ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.
10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.10მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.
11იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.11იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ






ფსალმუნები | ნანახია: 1506 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 30

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს

2შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.2შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
3მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.3მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
4რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.4რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.
5გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.5და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,
6შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.6რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
7შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.7მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
8ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.8ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;
9და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.9და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
10შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.10მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.



ფსალმუნის სრულად ნახვა








ფსალმუნები | ნანახია: 1250 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 29

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა.

1

ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი

2განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.2აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
3უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.3უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
4უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.4უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
5უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.5უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
6რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.6რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
7და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.7ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
8შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.8უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
9შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:9მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
10რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?10რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
11უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.11ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
12შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.12მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.
13ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.13რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.






ფსალმუნები | ნანახია: 1094 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 28

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.

1

შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

2უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.2შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.3ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
4ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.4ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.
5ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.5ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
6და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.6და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.
7ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.7ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.
8ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.8ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.
9ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.9ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.
10უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.10უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.11უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.






ფსალმუნები | ნანახია: 1355 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 27

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.

1

შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

2ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.2ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.
3ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.3ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.
4მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ.4მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.
5რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.5რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.
6კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა.6კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.
7უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.7უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.
8უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.8უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.
9ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე.9აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.





ფსალმუნები | ნანახია: 1712 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 26

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?

1

უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

2თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.2მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.3გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ.
4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.4ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.
5რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.5რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა,
6და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.6კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.7ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.8შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,9ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.10რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.11შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენოა წრფელთა
12ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,12მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.
13რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.13მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.14დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება





ფსალმუნები | ნანახია: 2809 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

სალმუნი 25

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.

1

მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე.

2გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.2გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.3რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.4არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.5მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.
6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.6დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;
7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.7სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.8უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.
9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.9ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
10რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.10რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.
11ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.11ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
12სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.12ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.






ფსალმუნები | ნანახია: 1465 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 24

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.

1

შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.2ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,
3ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.3ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს.
4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.4ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.
5წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.5მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.
6გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.6მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ საუკუნითგან არიან.
7ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.7ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.
8კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.8რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა.
9წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.9უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.
10ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.10ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.
11შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.11სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
12

ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.

12

ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

13მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.13სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა.
14საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.14ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.
15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.15თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.
16გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.16მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.
17განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.17 
18შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.18იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
19შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.19იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.
20შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.20იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.
21უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.21უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.
22იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.22იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.





ფსალმუნები | ნანახია: 1229 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 23

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.

1

უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.2რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.
3ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?3ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,4უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.
5ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.5ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა!სელა.6ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.7აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.
8ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.8ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?
9მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.9აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.
10ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.10ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება







ფსალმუნები | ნანახია: 1661 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 22

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.

1 
2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.2

უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.

3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.3მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.
4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.4ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.
5გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.5განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.6წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.






ფსალმუნები | ნანახია: 1437 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 21

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი

2ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.2ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
3ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.3ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.
4შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.4ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.
5შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.5შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;
6შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.6შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
7მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.7ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
8ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.8ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
9ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.9ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
10რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.10რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.

ფსალმუნის სრულად ნახვა








ფსალმუნები | ნანახია: 1670 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 20

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.2უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
3შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.3გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას.
4რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.4რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.
5სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.5 
6დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.6დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;
7შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.7რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.
8რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.8 
9შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.9იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი.
10ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.10რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
11შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.11ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
12რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,12რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
13ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.13რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.
14ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.14ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.






ფსალმუნები | ნანახია: 1332 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 19

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ იაკობის ღმერთის სახელმა.2შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
3გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.3მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ;
4გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.4მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი შენნი განაპოხენ.
5მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.5მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ.
6ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.6ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ;
7ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.7აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა.
8ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;8ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით.
9ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.9იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
10უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.10უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ. 





ფსალმუნები | ნანახია: 1483 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)

ფსალმუნი 18

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითის

2ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.2ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
3დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.3დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
4არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.4არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
5მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.5ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.
6და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.6მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
7ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.7ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
8რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.8შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.
9მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.9სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.
10შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.10განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
11სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.11გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.
12და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.12და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
13ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.13შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
14ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.14და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
15დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.15და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.






ფსალმუნები | ნანახია: 1733 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)


ფსალმუნი 17

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.

1

დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.

2და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.2შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.
3უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.3ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.
4ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.4ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
5გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.5გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.6სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
7გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.7ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
8შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.8და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
9აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.9აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.
10დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.10და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.



ფსალმუნის სრულად ნახვა








ფსალმუნები | ნანახია: 2106 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 14.აპრ.2013 | კომენტარი (0)


ფსალმუნი 16 

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

1

ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.

2შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.2პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ;
3შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.3გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუჱ.
4ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.4რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.5დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.6მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ ზედა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა.
7გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.7საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.8დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე
9ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.9პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს
10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,10და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.11განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს დადრეკილ ქუეყანად.
12ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.12შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა.
13აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.13აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ
14იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.14მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა,
15მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.15ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაჲ





ფსალმუნები | ნანახია: 1392 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 13.აპრ.2013 | კომენტარი (0)


ფსალმუნი 15

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.

1

მიცევ, მე უფალო, რამეთუ შენ გესავ.

2მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.2ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არა გიჴმს.
3წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.3წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.
4დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.4განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.5უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა.
6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.6საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.7ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკმელთა ჩემთა.
8წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.8წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა.
9ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.9ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
10რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.10რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე.11მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.





ფსალმუნები | ნანახია: 1416 | დაამატა: ciklopi | თარიღი: 13.აპრ.2013 | კომენტარი (0)




© 2024