კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 033
ფსალმუნი 33

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა.

1

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა

2განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.2ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.
3უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.3უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.
4ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.4განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
5მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.5გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.
6მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.6მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.
7აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.7მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.
8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.
9განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.9განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
10მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.10გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
11ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.11მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
12მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.12მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.
13

ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?

13

ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

14შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.14დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
15ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.15მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
16უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.16თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
17პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.17პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.
18მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.18ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.
19ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.19მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
20მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.20მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.
21ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.21დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
22მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.22სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.
23იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.23იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (14.აპრ.2013)
ნანახია: 1708
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024