1 | გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი. | 1 | მიცევ, მე უფალო, რამეთუ შენ გესავ. |
2 | მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს. | 2 | ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არა გიჴმს. |
3 | წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი. | 3 | წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის. |
4 | დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს. | 4 | განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა. |
5 | უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი. | 5 | უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა. |
6 | ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის. | 6 | საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. |
7 | ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. | 7 | ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკმელთა ჩემთა. |
8 | წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი. | 8 | წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა. |
9 | ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. | 9 | ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. |
10 | რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას. | 10 | რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. |
11 | მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე. | 11 | მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად. |