1 | ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. | 1 | ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი |
2 | განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე. | 2 | აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. |
3 | უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე. | 3 | უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო. |
4 | უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. | 4 | უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა. |
5 | უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. | 5 | უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. |
6 | რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება. | 6 | რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. |
7 | და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე. | 7 | ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. |
8 | შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი. | 8 | უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. |
9 | შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები: | 9 | მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. |
10 | რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? | 10 | რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი? |
11 | უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი. | 11 | ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. |
12 | შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე. | 12 | მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული. |
13 | ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე. | 13 | რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. |