1 | ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან. | 1 | ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა. |
2 | შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად. | 2 | პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ; |
3 | შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. | 3 | გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუჱ. |
4 | ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. | 4 | რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. |
5 | გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა. | 5 | დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი. |
6 | მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. | 6 | მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ ზედა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა. |
7 | გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით. | 7 | საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა. |
8 | შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე. | 8 | დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე |
9 | ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. | 9 | პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს |
10 | ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ, | 10 | და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა. |
11 | ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ. | 11 | განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს დადრეკილ ქუეყანად. |
12 | ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს. | 12 | შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა. |
13 | აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით. | 13 | აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ |
14 | იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ. | 14 | მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა, |
15 | მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით. | 15 | ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაჲ |