1 | რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. | 1 | დასასრულსა, გალობასა შინა, მერვისათჳს, ფსალმუნი დავითისი |
2 | უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი. | 2 | უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. |
3 | შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. | 3 | მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. |
4 | ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე? | 4 | და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? |
5 | შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის. | 5 | მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, |
6 | რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას? | 6 | რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. |
7 | მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. | 7 | დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო. |
8 | დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო. | 8 | განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. |
9 | განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. | 9 | განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, |
10 | ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას. | 10 | რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა. |
11 | გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად. | 11 | ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება |