ლეჩხუმის სოფლები - საქართველოს ქალაქები და სოფლები - რაჭა-ლეჩხუმი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რაჭა-ლეჩხუმი » საქართველოს ქალაქები და სოფლები

ლეჩხუმის სოფლები
ლეჩხუმის სოფლები





ალპანა 


აჭარა —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ლაჯანურის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები:აჭარა, ზედა საირმე, ზოგიში, ლაჯანურჰესი, ქვედა საირმე, ცაგერა) ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 249 კაცი.


ბარდნალა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, წიფერჩის თემში. მდებარეობს მდინარე ჯანოულასა და ნამკაშურის წყალგამყოფია აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინების ხეობის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 570 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 277 კაცი.
ბარდნალაში მდებარეობს პოეტ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი.


გაგულეჩი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს გორმაღალის ქედის დასავლეთ დაბოლოებაზე, ლაჯანურის წყალსაცავის ჩრდილოეთით, მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეზე, ზღვის დონიდან 580 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 314 კაცი.


გვესო — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქვედა ცაგერის თემში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 221 კაცი.


დეხვირი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 262 კაცი.


დოღურაში —
სოფელი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩხუტელის თემში.


ზარაგულა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლუხვანოს თემში. მდებარეობს მდინარე ნამკაშურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ცაგერის ქვაბულის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 კაცი.


ზედა აღვი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ცაგერის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში. აღვის თემის ცენტრი (სოფლები:კენაში, ქვედა აღვი, შუა აღვი). ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 კაცი.


ზედა ლუხვანო — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლუხვანოს თემში. მდებარეობს მდინარე ნამკაშურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ცაგერის ქვაბულის დასავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 კაცი.


ზედა საირმე —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ალპანის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 35 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 336 კაცი.


ზედა ღვირიში —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. ზღვის დონიდან 620 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 76 კაცი.


ზოგიში —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ალპანის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 520 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 28 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 293 კაცი.


ზუბი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ისუნდერი, მახურა). ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 630 კაცი.


თაბორი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 155 კაცი.


ისუნდერი —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ზუბის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. ზღვის დონიდან 690 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 189 კაცი.


კენაში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღვის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 25 კაცი.


კურცობი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 60 კაცი.


ლაილაში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: თაბორი, სურმუში, ღუ). ზღვის დონიდან 850 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 427 კაცი.
ლაილაში ისტორიული სოფელია. წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. XIV - XIII სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმში ინახება. რუსეთში ეს მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეაა.
1912 წელს აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. პოეტმა ქალაქ ქუთაისიდან 21 ივლისს დაიწყო მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დასასრული ლეჩხუმის სოფელი ლაილაში იყო. სოფელ ლაილაშში პოეტს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ღირსეულად გაუმასპინძლდენ. არსებობს 1912 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ, სადაც ეს მოგაზურობაა აღბეჭდილი. ამ ფილმში არის ლაილაშის კადრებიც. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს ლაილაშის საზოგადოებამ ვერცხლის ჯოხი მიართვა. ლაილაშის უძველესი ისტორიული სოფლის საზოგადოება შედგებოდა ქართველებთან ერთად ბერძნებისაგან, ებრაელებისაგან და სომხებისაგან.
ძველთაგან ქალაქად წოდებული და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის სავაჭრო ცენტრი ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. ლაილაშის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ეკლესია. იქვე არის სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო XIX საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. გადმოცემით იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა, რომელიც არ არის შემორჩენილი.
ადრე საუკუნეებში ლაილაშის ეკლესიის მსახურთა დიდ ღვაწლეზე მიუთითებს მათ მიერ შექმნილი ოთხთავი, რომელიც თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული და უნიკალურ ძეგლად ითვლება. სოფელ ლაილაშში ყოველი წლის 23 ნოემბერს აღნიშნავენ წმინდა გიორგის დღესასწაულს.
სოფელ ლაილაშში, ე.წ. „ბაზარში" დგას ებრაელთა სალოცავი სინაგოგა. ეს სოფელი ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით. ლაილაშის ბიბლია - X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლიაა. ეს ბიბლია XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა სვანეთში. 1957 წლიდან ლაილაშის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაშის ბიბლია შესწავლილი აქვს უდიდეს ქართველ სემიტოლოგს - გიორგი წერეთელს.
ლაილაშში იყო ერთ დროს დიდებული დარბაზული ტიპის სომხური ტაძარი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.
7 ოქტომბერი ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევის დღეა, ამ სოფლის დიდი დღესასწაული.


ლარჩვალი —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, წიფერჩის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის შუა დინების ხეობაში. ზღვის დონიდან 530 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 148 კაცი.


ლასურიაში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:დეხვირი, ლესინდი, მახაში). ზღვის დონიდან 550 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 423 კაცი.


ლასხანა —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩხუტელის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 კაცი


ლაცორია — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 179 კაცი.


ლახეფა —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ტვიშის თემში. მდებარეობს ხვამლის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალტაზე, მდინარე რიონის ხეობაში. ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 40 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 39 კაცი.


ლაჯანა —
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 630 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 440 კაცი.


ლესინდი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 620 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 96 კაცი.


ლეშკედა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 77 კაცი.


მახაში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლასურიაშის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 399 კაცი.


მახურა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ზუბის თემში. მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 კაცი.


ნაკურალეში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხვამლის მასივის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები:ცხუკუშერი). ზღვის დონიდან 900 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 კაცი.
სოფელში შემონახულია XVII საუკუნის დარბაზული ეკლესია. ინტერიერი მოხატულია XVII საუკუნეში. ნაკურალეშის მახლობლად დგას წმინდა გიორგის გუმბათოვანი ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეებში, გადაკეთებულია XVIII საუკუნეში).


ნასპერი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს ხვამლის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 251 კაცი.


ორბელი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ლაჯანურის წყალსაცავის ჩრდილოეთით. თემის ცენტრი (სოფლები:გაგულეჩი, კურცობი, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, ლეშკედა, სპათაგორი, წილამიერი). ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1044 კაცი.


ორხვი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ტვიშის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 520 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 46 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 240 კაცი.


ოფიტარა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოყურეშის თემში. მდებარეობს ხვამლის მასივის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 96 კაცი.



ოყურეში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხვამლის მასივის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ოფიტარა). ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 633 კაცი. აქ ხარობს უნიკალური ჯიშის  ვაზი ''უსახელაური '' რომლისგანაც  ამზადებენ შესანიშნავ ღვინოს.


სანორჩი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 113 კაცი.


სპათაგორი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს ლაჯანურის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 180 კაცი.


სურმუში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 კაცი. სოფელში ეკლესიის ოთხი ნანგრევია. ისინი შუა საუკუნეებში არის აგებული და ერთნავიან ბაზილიკებს წარმოადგენენ.ცნობილია, რომ სურმუში დადიანთა საზაფხულო სადგომი იყო. ამ სოფლის ზემო ნაწილში დადიანთა სასახლის ნანგრევებია.სურმუშთან ახლოს მდებარეობს ლაჯანურჰესის კაშხალი.სოფელს ჩრდილოეთით მდინარე ხელიშური ჩამოუდის.აქ სამკურნალო მინერალური წყლებიცაა.სურმუში გვარების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.


ტვიში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:ლახეფა, ორხვი, ქორენიში). ზღვის დონიდან 400 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 33 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 342 კაცი.


უსახელო — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები:ხოჯი). ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 კაცი.


უცხერი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ღვირიშის თემში. მდებარეობს მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 222 კაცი.

ქვედა აღვი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღვის თემში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 460 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 კაცი.

ქვედა ლუხვანო — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე ნამყაშურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ლუხვანოს თემის ცენტრი (სოფლები:ზარაგულა, ზედა ლუხვანო, სალეთოდიანო). ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 185 კაცი.

ქვედა საირმე — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ალპანის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 63 კაცი.

ქვედა ღვირიში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფის კალთაზე, მდინარე ღვირიშის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ღვირიშის თემის ცენტრი (სოფლები:ზედა ღვირიში, ნასპერი, სანორჩი, უცხერი). ზღვის დონიდან 620 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 31 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 207 კაცი

ქვედა ცაგერი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები:გვესო, ჭალისთავი). ზღვის დონიდან 450 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1362 კაცი.

ქორენიში — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ტვიშის თემში. მდებარეობს მდინარე ქორენიშის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 36 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 146 კაცი.

ქულბაქი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, წიფერჩის თემში.
მდებარეობს მდინარე ჯონოულის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 201 კაცი.

ღუ — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 710 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 71 კაცი.

შუა აღვი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღვის თემში. მდებარეობს ცაგერის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 კაცი.

ჩქუმი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, წიფერჩის თემში. მდებარეობს მდინარე ჯანოულის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 163 კაცი.

ჩხუტელი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები:დოღურაში, ლასხანა). ზღვის დონიდან 580 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 1 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 880 კაცი.

ცაგერა — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ალპანის თემში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 66 კაცი.

ცხუკუშერი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ნაკურალეშის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 840 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 33 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 91 კაცი.

წილამიერი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 კაცი.

წიფერჩი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები:ბარდნალა, ლარჩვალი, ქულბაქი, ჩქუმი). ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 356 კაცი.

ჭალისთავი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქვედა ცაგერის თემში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 408 კაცი.

ხოჯი — 
სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, უსახელოს თემში. მდებარეობს მდინარე ლაჯანურის ხეობაში. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 133 კაცი.






კატეგორია: საქართველოს ქალაქები და სოფლები | დაამატა: ciklopi (05.მაი.2013)
ნანახია: 2318
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016