ონი - რაჭა - რაჭა-ლეჩხუმი - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რაჭა-ლეჩხუმი » რაჭა

ონი

ონი 

— ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე., ღრმა ხეობაში. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ზღვის დონიდან 830 მ, თბილისიდან 210 კმ. 3,3 ათასი მცხოვრები (2002). ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული.საშუალო წლიური ტემპერატურა 10 °C, იანვარი — 1 °C, ივლისი 20,4 °C, აბსოლუტური მინიმალური - 27 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1000—1100 მმ წელიწადში.
ონი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV-XVI საუკუნეებში. მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზღების თანახმად, ონი დააარსა იბერიის მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II ს.). შუა საუკუნეებში გაიზარდა ფეოდალური ქალაქის - ონის ეკონომიკური მნიშვნელობა; აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ იყო დაბა; წარმოადგენდა რაჭის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, განვითარებული იყო ხელოსნობა. 1846 წლიდან იყო ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები (ბრინჯაოს ხანა), აგრეთვე კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-III სს.) განძი.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში არის ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქს უჭირავს ვაკის ვიწრო ზოლი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს — ჯეჯორასა და ღარულას შორის. ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ საყრდენი კედლის აგების შემდეგ. გაყვანილია წყალსადენი. ქალაქზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ქალაქში შემონახულია შუა საუკუნეების ციხის გალავანი და სინაგოგა.

ონი
ონის სინაგოგა
ონის სინაგოგა
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
კოორდ.42°35′00″ ჩ. გ. 43°27′00″ ა. გ.
მოსახლეობა3,3 ათასი კაცი (2002)
დროის სარტყელიUTC+4
ტელ. კოდი+995 473







კატეგორია: რაჭა | დაამატა: ciklopi (09.მაი.2013)
ნანახია: 1265
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016