კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 006

ფსალმუნი  6

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, გალობასა შინა, მერვისათჳს, ფსალმუნი დავითისი

2უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.2უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
3შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.3მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
4ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?4და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
5შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.5მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს,
6რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას?6რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
7მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.7დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.
8დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.8განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.
9განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.9განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,
10ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.10რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა.
11გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.11ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (13.აპრ.2013)
ნანახია: 555
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017