კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 044
ფსალმუნი 44

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა.

1

დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა

2აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.2აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.
3ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.3შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.
4წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.4შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო,
5და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.5შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.
6შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.6ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.
7ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.7საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა.
8შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.8შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.
9მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.9მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ.
10მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.10ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.
11მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.11ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა;
12და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.12და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას
13და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.13და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.
14მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.14ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს
15მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.15და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.
16მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.16მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.
17შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.17მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
18გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.18მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 1191
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024