კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 032
ფსალმუნი 32

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

1

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.

2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.2აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.3აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.4რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.5უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.6სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.
7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.7შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.8ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.
9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.9რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.10უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;
11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.11ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.
12

ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.

12

ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.

13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.13ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;
14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.14განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
15მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.15რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.
16მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.16არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.
17უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.17ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;18აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,
19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.19ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
20ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.20ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;
21რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.21რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
22იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.22იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (14.აპრ.2013)
ნანახია: 526
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017