კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 131
ფსალმუნი 131

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა.

  
2გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.1მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,
3როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.2ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა:
  3უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა,
4თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,4ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,
5ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.5ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
6აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.6ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
7მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.7შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.
8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.8აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა;
9შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.9მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.
10შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.10დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.
11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.11ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე".12და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.13რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:
14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.14ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.
15საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.15ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.
16მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.16მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.
17იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.17მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.
18მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი".18მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 497
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017